x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
“ეს უინტელექტო, მხდალი ჯაგა! მჯერა რომ ძალიან ცუდად დაამთავრებს"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის "რუსთავი2"-სთვის მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "უინტელექტო, მხდალ ჯაგას" უწოდებს.



"ამ მაიმუნმა ახსნას რას გულისხმობს – რა იგულისხმება პროვოკაციაში და მეგობარი ქვეყნის დროშის ფრიალი რატომაა პროვოკაცია.


ეს უინტელექტო, მხდალი ჯაგა!


ყველაზე ანტიქართული რეჟიმის ყველაზე ანტიქართველი პრემიერი.


მე მჯერა რომ ეს ძალიან ცუდად დაამთავრებს.


იცის ზელენსკიმ, რომ თქვენ მოღალატეები ხართ. მასაც ღალატს სთხოვდნენ."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილის "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ "რუსთავი 2" -ზე საუბრისას განაცხადა რომ იარაღის მიწოდება გამოსავალი არ არის და მისი თქმით, ზედმეტი ხმაურიც დამღუპველია. მან ასევე რაგბის 27 თებერვალს დაგეგმილ მატჩზეც ისაუბრა, სადაც საქართველო - რუსეთს ხვდება.


ამ დღეს მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად სტადიონზე უკრაინის დროშების გაშლას გეგმავენ რასაც პრემიერმა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.


"და საერთოდ, მე მინდა ვთქვა, რომ იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში, ნებისმიერი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ დიპლომატიის და მოლაპრაკების გზით. ჩვენ ომის ფასი კარგად ვიცით.


ძალიან კარგად მესმის, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსები შეეცდებიან ამ სიტუაციაში გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მაგრამ მე მინდა ისინი გავაფრთხილო, რომ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას, ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება. მნიშვნელობა არ აქვს, დროშებს მიუტანენ თუ არა"- განაცხდა ღაიბაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში "სამხედრო ოპერაციის" დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.


როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევშიც.



0
1692
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1692