x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ტრამპს პუტინის მიერ დონეცკის და ლუგანსკის აღიარება "გენიალურ გადაწყვეტილებად" მიაჩნია
image

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუტინის მიერ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას "გენიალური ნაბიჯი" უწოდა.


აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების (DNR და LNR) დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ შეფასება გააკეთა რადიოსადგურ iHeart-ზე


თეთრი სახლის ყოფილ ლიდერს მიიჩნია, რომ ეს იყო ბრწყინვალე ჟესტი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან.


„პუტინმა უკრაინის უმეტესი ნაწილი დამოუკიდებლად გამოაცხადა. მშვენიერია“, - თქვა მან. მილიარდერმა აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერს „განზრახული აქვს შევიდეს იქ (რესპუბლიკების ტერიტორიაზე) და იყოს მშვიდობისმყოფელი“.


”ეს არის ყველაზე ძლიერი სამშვიდობო ძალები... ჩვენც შეგვიძლია გამოვიყენოთ მსგავსი რამ ჩვენს სამხრეთ საზღვრებზე, ეს არის ყველაზე ძლიერი სამშვიდობო ძალა, რაც კი ოდესმე მინახავს. იმაზე მეტი ტანკი იყო, რაც ოდესმე მინახავს. ისინი შეინარჩუნებენ სიმშვიდეს. არა, აბა დაფიქრდი. აი, ძალიან ჭკვიანი ბიჭია...(პუტინს გულისხმობს) მას ძალიან კარგად ვიცნობ. ძალიან, ძალიან კარგად“, - დასძინა ტრამპმა.



ამასობაში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ხუა ჩუნინგმა განაცხადა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

„ჩინეთის მთავრობის პოზიცია არის ის, რომ ჩვენ გვჯერა, რომ სანქციების დაწესება არასოდეს ყოფილა პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა. ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგება უკანონოდ ცალმხრივ სანქციებს“, - განაცხადა ხუა ჩუნინგმა.


შეგახსენებთ, რუსეთს დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლად აღიარების გამო ერთბაშად რამდენიმე ქვეყანამ დაუწესა ეკონომიკური სანქციები, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, ავსტრალიამ, კანადამ, იაპონიამ, ხოლო გერმანიამ შეაჩერა Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი.

0
1016
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1016
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0