x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცები თავიანთ "ტირან" ცოლებთან ერთად
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.




image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.




ჩვეულებრივ, როდესაც ვსაუბრობთ ოჯახში ძალადობაზე, ვსაუბრობთ ქალებზე, რომლებიც განიცდიან ძალადობას ტირანი ქმრების მიერ. თუმცა, არის შემთხვევები, როცა მსხვერპლი მამაკაცები არიან. დიახ, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ხანდახან ქალებსაც შეუძლიათ ხელის აწევა თავიანთ ნახევრებზე და ცნობილი სახეებიც არ არიან გამონაკლისი.



ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცები თავიანთ ტირან ცოლებთან ერთად





1. მსახიობი ევან პიტერსი.image
მასზე ძალადობდა მისი მეორე ნახევარი, ასევე მსახიობი ემი რობერტსი.





2. კალათბურთელი დენის როდმანი.image
გასაოცარია, მაგრამ დენისმა არაერთხელ განაცხადა მისი ყოფილი მეუღლის კარმენ ელექტრას მიერ მასზე ძალადობის ფაქტზე.




3. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.image
თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ჩხუბის დროს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის მეუღლე- ჰილარი კლინტონია ქმარს ესროდა ყველაფერს, რაც ხელთ მოუვიდოდა- წიგნებიდან დაწყებული, საფერფლით დამთავრებული და ხშირ შემთხვევაში, ისინი ხვდებოდა პრეზიდენტს.





4. მსახიობი ჯეისონ სტეტჰემი.image
კიდევ ერთი "კერკეტი კაკალი", რომელიც შეყვარებულის მსხვერპლი გახდა. მსახიობს ყოფილი შეყვარებული - მოდელი კელი ბრუკი ჩხუბის დროს მუშტებს ურტყამდა.




5. მსახიობი რობერტ დე ნირო.image
ის და მისი მეუღლე გრეის ჰაიტაუერი 20 წელზე მეტია ერთად არიან, მაგრამ მათ ქორწინებას ძნელად თუ შეიძლება ვუწოდოთ სრულყოფილი. ერთ დღესაც, მსახიობმა გაბედა თქმა, თუ როგორ სწევდა ცოლი მასზე ხელს, როდესაც გაბრაზებული იყო.



0
1126
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0