x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ავტონოსტალგია - "მშობლიური იკარუსი"
imageისინი, ვინც საბჭოთა წარსულიდან მოდიან, მათი ნოსტალგიისთვის მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის საავტომობილო ინდუსტრიასთან დაკავშირებით. თუმცა, სოციალიზმის მშნებლობის დროს, არც თუ იშვიათად არ იყო საკმარისი ადგილობრივი ტექნიკა, ისევე როგორც არ იყო საკმარისი ქალაქებისთვის და საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის შესაბამისი ტრანსპორტი.


ავტობუსები უნგრული იყო, თუმცა ისინი იმდენად ნაცნობი და გათავისებული იყო ბავშვობიდან, რომ ენაც არ გიბრუნდება, მას უცხოური უწოდო.



"იკარუსის" ისტორია საბჭოთა კავშირში 1956 წელს იწყება, როდესაც ქვეყანამ სამი ავტობუსი შეიძინა ტესტირებისთვის. ეს იყო ფრანგული "შოსონი", უნგრული "იკარუსი" და გერმანული "ბიუსინგი".საუკეთესო თვისებები იკარუსმა გამოავლინა.

image



60-იან წლებში გამოჩნდა ქუჩებში პირველად "იკარუსი" და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კარგა ხანს დადიოდა ქუჩებში.მოდელები 55 და 66 "ლუქსი" ტურისტული და საქალაქთშორისო მარშრუტებისთვის იყო გათვალიწინებული,


1968 წელს გამოჩნდა გადაბმული მოდელი-180, რომელშიც 180 მგზავრი ეტეოდა!ხალხმა მას ხუმრობით "გარმონი" და "მტვერსასრუტი" უწოდა.



უფრო მოგვიანებით გამოჩნდა მოდელი-280(მთავარი ფოტო)მთლიანად საბჭოთა კავშირმა 143 000 ავტობუსი შეიძინა.

image

1980-იან წლებში "იკარუსი" იყო ავტობუსების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ევროპაში, წელიწადში 12 000 ავტობუსით

1895 წელს დაარსებულმა ბრენდმა 2006 წლამდე იარსება, ამჟამად არსებობს, როგორც მცირე კერძო კომპანიის სახით.

image

image

image

1
485
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
485
  
2022, 25 თებერვალი, 21:47
ეეეეეეეეე მაგარი იყო "იკარუსი"
0 1 1