x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სარკისებური თარიღი -რა იწინასწარმეტყველა ვანგამ 22.02.2022 -ის შესახებ?
image

ვანგა 20 წელზე მეტი ხნის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მისი პროგნოზები კვლავ აფორიაქებს ხალხის გონებას. ნათელმხილველი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ხუთი ორიანის წელს. თუ გჯერათ წინასწარმეტყველის ხილვების, მაშინ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა ისტორიაში.


გასული წლის ბოლოს ბორის კოჩიუკოვმა პირველ არხზე ერთერთი შოუს დროს რედაქტორებს მიმართა. კაცმა თქვა, რომ 90-იან წლებში იგი ეწვია ვანგას და მან წარმოუდგენელი პროგნოზები გამოუცხადა მას მომავლის შესახებ. ბორისის სიტყვების თანახმად, ნათელმხილველმა გამოყო 2022 წლის თებერვალი, როდესაც სარკისებური თარიღები მოდის - 2 და 22.


დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, რომელზეც წინასწარმეტყველმა ისაუბრა. გუშინდელი პოლიტიკური მოვლენების ფონზე მის სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.



„ორი ქვეყანა გაერთიანდება და გახდება ერთი დიდი, მაგრამ რუსეთს არ შეეშინდება. “ - წაიკითხა ვანგას სიტყვები კოჩუკოვმა.


შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს დაიწყო დონბასიდან ლტოლვილების ევაკუაცია. ათიათასობით ადამიანმა უკვე გადაკვეთა რუსეთის საზღვარი დაბომბვისგან თავშესაფრის მოსაძებნად. გუშინ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რიგგარეშე მოწვევა შედგა, რომელზეც პუტინმა დონეცკის სახალხო და ლუგანსკის სახალხო თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. შედეგად, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რესპუბლიკების დამოუკიდებლობის შესახებ და ასევე, მიმართა ერს.


image


„დიდი წყლებით გამოყოფილი ქვეყნები საიდუმლოდ შეხვდებიან ერთმანეთს. ისინი გადაწყვეტენ როგორ დაიპყრონ რუსეთი, მაგრამ რუსეთი დაინახავს მათ სახეებს და შეთქმულები გამოაშკარავდებიან.”- ციტირებს ბორისი ვანგას სიტყვებს.


ინტერნეტში ასევე ჩნდება მტკიცებულებები, რომ ნათელმხილველმა იწინასწარმეტყველა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაწყვეტა და შემდგომ ამ ურთიერთობის აღდგენა რამდენიმე წლის შემდეგ. ხოლო, მეზობლებთან, უკრაინასთან და ბელორუსთან, პირიქით, თითქოსდა დაახლოებაა მოსალოდნელი.


ბევრს განსაკუთრებით ეშინია მესამე მსოფლიო ომის დაწყების. ჯერ კიდევ დეკემბერში ვლადიმერ ჟირინოვსკიმ საომარი მოქმედებების დაწყებაზე ისაუბრა. ის ფაქტი, რომ წელს ექვს ორიანზე სიფრთხილე მართებთ, ვანგაც აფრთხილებდა კაცობრიობას.


"ფერფლი დაფარავს დედამიწას, წყალი ნაპირებიდან გადმოვა."- იწინასწარმეტყველა მან. თუმცა, მან მაშინვე დამარწმუნა, რომ მსოფლიო ომის მოლოდინი არ ღირდა, აცხადებს ბორის კოჩიუკოვი.


მიუხედავად ამისა, ბევრი სკეპტიკურად საუბრობს ბულგარელი ნათელმხილველის წინასწარმეტყველებებზე. ზოგიერთი თვლის, რომ ზოგიერთი პროგნოზი არის გაყალბება ან უბრალოდ თავად ვანგას ფანტაზია. გარდა ამისა, მისი სიტყვები სხვა სარკისებურ თარიღზე, 2 თებერვლაზე, არ შესრულდა.


„ცეცხლი წვიმა წამოვა. დრაკონი გამოაფრქვევს ცეცხლს და ცეცხლოვანი ცრემლები წამოვა. ”- ციტირებს კოჩიუკოვი ვანგას სიტყვებს 2 თებერვლის შესახებ.

0
966
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
966
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0