x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
“როგორ ერევით ამ საშინელებას? რა გავაკეთო რომ ისევ ადამიანის ცხოვრება დავიბრუნო?” - რას წერს მაკა რაზმაძე

image


ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და Covid-19-ის ომიკრონ ვარიანტის სიმპტომებით შეწუხებული საკუთარ ფეისბუქფრენდებს ერთი ასეთი კითხვით მიმართავს:


"როდის მთავრდება სინამდვილეში ეს ომიკრონი?


არც ყნოსვა, არც გემო, არც ძალა ფეხზე წამოდგომის. საშინელი ხველება და სისუსტე. სიცხეც ხანდახან. თუმცა 8 დღე გავიდა. როგორ ერევით ამ საშინელებას? რა გავაკეთო რომ ისევ ადამიანის ცხოვრება დავიბრუნო?" - წერს მაკა რაზმაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტიც კი დაწერა იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა:


"იმდენი გადაცემა ვაკეთე ამ თემაზე, ალბათ იფიქრა ერთი ამას ჭკუა ვასწავლოო და მეწვია.


პოზიტიური მე


იმედია, ძალიან არ გამაწვალებს.


ახლა მომივიდა პასუხი ჯერ არავინ დამკონტაქტებია.


გუშინ მქონდა სიცხე 38.6, წნევა 170 რომელიც ძლივს ჩამოვიგდე. მერე დავლიე ნიმესილი და მეძინა 12 საათი. ახლა სიცხე აღარ მაქვს მაგრამ მაქვს საშინელი ხველა, ზურგის ტკივილი და თავბრუსხვევა.


ვწერ ამ ყველაფერს იმისთვის რომ იქნებ თქვენც გამოგადგეთ." - ვკითხულობთ გადაცემა "ჩაის" წამყვანის ფეისბუქპოსტში.




0
361
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
361