x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
კანადამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა- ხოლო ვაქცინაციის მოწინააღმდეგე მძღოლები ტერორისტებთან გააიგივა
image

კანადის ხელისუფლების მკაცრი ზომების მიუხედავად, სატვირთო ავტომობილების შორეული გადაზიდვების მძღოლების მასობრივი პროტესტი „თავისუფლების კოლონა"რომელიც კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ არის მიმართული არ ცხრება.


ოფიციალური პირები პირველი ორი კვირის განმავლობაში "ოკუპირებული" აღმოჩდნენ, რადგან ოტავაში 500 სატვირთო მანქანა დადგა პარლამენტის წინ (და კიდევ უფრო მეტი მანქანა იყო მიმდებარე ქუჩებში).

image


14 თებერვალს ხელისუფლებამ პოსტიდან გადააყენა ოტავის პოლიციის უფროსი, რომელიც გააკრიტიკეს მომიტინგეების მიმართ ზედმეტი ლოიალობის გამო და შემოიღო საგანგებო აქტი, კანონი "საომარი მდგომარეობის" შესახებ(Emergence Act) რომელიც მოქმედებს მხოლოდ სტიქიური უბედურების, ომის ან ტერორისტული თავდასხმის შემთხვევაში.



აქამდე ის მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს კანადაში - კვებეკში პიერ ტრუდოს (ამჟამინდელი პრემიერის მამის) მეფობის დროს, როდესაც ტერორისტებმა გაიტაცეს უცხოელი დიპლომატი და მოკლეს ადგილობრივი პოლიტიკოსი.



კანადის სამოქალაქო თავისუფლების ასოციაციამ, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, გააპროტესტა Emergence Act-ის შემოღება, რადგან, მისი აზრით, ამის საფუძველი არ არსებობს. საპროტესტო აქციები ოტავაში, ვანკუვერში, ტორონტოში, ვინიპეგში, უინძორში მშვიდობიანი იყო, სატვირთო მანქანების ან სხვა მომიტინგეების მხრიდან პოლიციის მიმართ ძალადობრივი ქმედებები არ დაფიქსირებულა. მძღოლები თავიდანვე ხაზს უსვამდნენ, რომ მიზნის მიღწევა სურდათ არაძალადობრივი გზით და პროვოკაციების მოწყობის შიშით მანქანებშიც კი ჩაიკეტნენ.

image


ამ შაბათ-კვირას პოლიციამ ოტავაში სატვირთო მანქანების მინები ჩაამტვრია, მძღოლები დააკავა. სხვა მომიტინგეებიც წაიყვანეს. ადგილობრივ მედიაში მათ ახლა უკვე ტერორისტებს უწოდებენ და პლატფორმებმა, რომლებმაც დაახლოებით 19 მილიონი დოლარი შეაგროვეს პროტენსტანტებისთვის, შესაძლოა ტერორიზმის მხარდამჭერად ჩათვალონ, ამბობენ ოფიციალური პირები.



დღეს თითოეულ მათგანს, ვინც აქციაში მიიღებს მონაწილეობას (და ესენი არიან არა მხოლოდ სატვირთო მანქანების მძღოლები, არამედ სხვა პროფესიის მოქალაქეები, ვაქცინირებულიც და არავაქცინირებულიც), ემუქრებიან ანგარიშების გაყინვით, მანქანის ჩამორთმევით, პატიმრობით, ჯარიმით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების ჩამორთმევის უფლებით, ბიზნესის დახურვით და გადამზიდავი კომპანიის ლიცენზიის გაუქმებით.

image

შეგახსენებთ, კანადაში საპროტესტო აქიები შორეული გადაზიდვების მძღოლებმა იანვრის ბოლოს დაიწყეს ახალი კანონის მიღების გამო, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ს საზღვრის გადაკვეთის დროს აუცილებელ ვაქცინაციას.


როგორც კანადამ, ასევე შეერთებულმა შტატებმა ეს მოთხოვნა შემოიღეს იანვრის შუა რიცხვებში, რომელიც შეეხო შორეული გადაზიდვების მძღოლებს, რომლებიც კვეთენ -5 500 მილიან(9, 000 კილომეტრიან) საზღვარს - ყველაზე გრძელს მთელს მსოფლიოში.


მალევე შორეული გადაზიდვების საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ სხვა მძღოლები და რიგითი მოქალაქეების ნაწილი.

0
310
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0