x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
"ბინძური ჰერცოგონია" - ქალი, რომელსაც 88 საყვარელი ჰყავდა
image

გასული წლის დეკემბერში შედგა BBC One-ს ახალ სერიალის პრემიერა, "A Very British Scandal" რომელშიც მთავარ როლს ასრულებს სერიალ "გვირგვინის"(The Crown) ვარსკვლავი, კლერ ფოი არგილის ჰერცოგინიის-მარგარეტ კემპბელის როლს, იმდენად დამცირებული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ქალბატონისას, რომ მას საზოგადოებაში მოიხსენიებდნენ, როგორც "ბინძურ ჰერცოგინიას."



"სვინგერების" პერიოდი, გასული საუკუნის 60-იანი წლები ოპტიმიზმისა და ჰედონიზმის დრო იყო. სწორედ ამ პერიოდში ხდება Polaroid-ის მომენტალური ფოტოები პოპულარული. ბრიტანელ ახალგაზრდებს განსაკუთრებით მოეწონათ Swinger-ის ახალი მოდელი, რომელიც არა მარტო სახელით, არამედ ხელმისაწვდომი ფასითაც ხიბლავდა - მხოლოდ 20 დოლარი!


„სვინგერებმა“ ირგვლივ ყველაფერს იღებდნენ – ქუჩებში უცნობი ადამიანებით დაწყებული და ცხოვრებაში ყველაზე პიკანტურ მომენტებით დასრულებული. ის, რომ პირადი ფოტოები შეიძლება გახდეს სასამართლოში რეალური მტკიცებულება, რა თქმა უნდა, მასზე არავინ ფიქრობდა .



ყოველ შემთხვევაში მინიმუმ არგილის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას შორის.1963 წლის გახმაურებულ განქორწინებამდე მაშინ პირველად ისტორიაში პოლაროიდები მრუშობის მტკიცებულებად იქნა წარმოდგენილი. ამ სკანდალურმა კადრებმა, ისევე როგორც არგილის ჰერცოგის განცხადებამ, რომ მისი ცოლი იყო „ნიმფომანი", რომელსაც ჰყავდა 88 საყვარელი“, საბოლოოდ დაარწმუნა მოსამართლე ამ ქალის დანაშაულში. მან საჯაროდ უწოდა არგილის ჰერცოგინიას "სექსუალურად გარყვნილი" და "სრულიად ავხორცი ქალი, რომლის სექსუალური მადის დაკმაყოფილება მხოლოდ მამაკაცთა ბრბოს შეეძლო".



მომავალი სკანდალური არისტოკრატი დაიბადა ბრიტანეთში, 1912 წლის 1 დეკემბერს, ჯორჯ უიგამის, კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მეუღლის ჰელენ მანის ოჯახში. მშობლებმა ქალიშვილს ეტელ მარგარეტი დაარქვეს. მატერიალურად ოჯახს საკმაოდ შეძლებული, მაგრამ არც მამა, რომელიც მთლიანად ჩაფლული იყო ბიზნესსა და სასიყვარულო თავგდასავლებში და არც დედა, რომელიც განიცდიდა ქმრის ღალატს, ყურადღებას არ აქცევდა ქალიშვილს: შემდგომში მარგარეტმა მშობლის მხრიდან სიცივე მიიჩნია წარუმატებელი პირადი ცხოვრების მიზეზად.


გოგონა პატარაობიდანვე წაიყვანა დედამ ნიუ-იორკში და შეიყვანა ჰიუტის კერძო სკოლაში. ეთელ მარგარეტი იქ სწავლობდა 14 წლამდე, რის შემდეგაც ჰელენ უიგემმა ქალიშვილი სკოლიდან გამოიყვანა და მასთან ერთად ბრიტანეთში დაბრუნდა.


მოზარდი თავის ასაკზე უფროსი ჩანდა, იყო ლამაზი და საკმაოდ ჩამოყალიბებული ქალური ფორმები ჰქონდა. მიუხედავად რთული ოჯახური ურთიერთობისა, ელენეს ფული არ სჭირდებოდა.

image

ერთხელ როდესაც დედა და ქალიშვილი ისვენებდნენ ბემბრიჯში (არისტოკრატული კურორტი კუნძულ უაიტზე), მარგარეტის სილამაზემ ისე გააღვივა კინომსახიობ დევიდ ნივენის ვნებები, , რომელიც ანალოგიურად იქ ისვენებდა, რომ მას არასრულწლოვანთან რომანი გააჩაღა. საქმე ცუდად დასრულდა: გოგონა, რომელიც ჯერ კიდევ 16 წლის არ იყო, დაორსულდა და ფარულად აბორტის გაკეთება მოუწია. იმ დროს ეს იყო ნამდვილი სკანდალი: როგორც ფიგურანტის ასაკის, ისე ქორწინების გარეშე სექსის გამო.


მსახიობ ნივენს ნაწილობრივ ამართლებდა მხოლოდ ის, რომ ის თავად იყო თინეიჯერი: მომავალი ჰოლივუდის ვარსკვლავი მაშინ 18 წლის იყო. ასეა თუ ისე, ეს ამბავი მიაჩუმათეს და თავად მარგარეტიც ცდილობდა მემუარებშიც კი გვერდი აეარა. თუმცა, ნივენი მისთვის მნიშვნელოვან ფიგურად დარჩა: წლების შემდეგ იგი მის დაკრძალვას დაესწრო.

imageფოტოზე: დევიდ ნივენი


როგორც ჩანს, ამ სამწუხარო და სკანდალური ინციდენტის შემდეგ ახალგაზრდა ნიმფეტი უნდა დაფიქრებულიყო და შეეცვალა ცხოვრების წესი, მაგრამ მან აქტიურად განაგრძო სასიყვარულო თავგადასავლები . მის „მსხვერპლთა“ შორის იყვნენ პრინცი ალი ხანი (კინოვარსკვლავის რიტა ჰეივორტის ქმარი), ბარონი ფონ ბრაბუსი, მამაცი მფრინავი გლენ კიდსტონი და ყვითელი ქრონიკის სხვა არანაკლებ გამორჩეული პერსონაჟები.


თუმცა, გარყვნილმა ცხოვრებამ "ოქროს გოგონას" ხელი არ შეუშალა მის ბომონდურ კარიერას: 1930 წელს იგი სამეფო სასახლეში წარადგინეს. მდიდრულად ჩაცმულმა მდიდარმა ლამაზმანმა მიიღო არაოფიციალური ტიტული "წლის დებიუტანტი".

image


ამის შემდეგ მას მალევე სთხოვა ცოლობა ჩარლზ გრევილმა, უორვიკის მეშვიდე გრაფმა, ძალიან შესაშურმა საქმრომ და იგიც დათანხმდა . არისტოკრატმა ყურადღება არ მიაქცია პატარძლის პლებეური წარმომავლობას და ჭორებს მის აღვირახსნილი ცხოვრების წესზე, ნიშნობა თავად მარგარეტმა ჩაშალა : მას შეუყვარდა ამერიკელი ჩარლზ სუინი, გოლფის მოთამაშე და ფლეიბოი. და, რაც მთავარია, მდიდარი მეწარმე და საფონდო ბროკერი.


imageფოტოზე: ჩარლზ უინის და მარგარეტ უიგამის ქორწილი




წყვილი ქორწილის შემდეგ ერთმანეთს ღალატობდა.ამავდროულად, ქალბატონი სვინი მთელი მონდომებით ცდილობდა მემკვიდრის გაჩენას, თმცა მუცელი გამუდმებით ეშლებოდა .თუმცა, საბოლოოდ, მისი ტანჯვა საბოლოოდ სიხარულით შეიცვალა : წყვილს შეეძინათ ვაჟი, ბრაიანი და ქალიშვილი, ფრენსის ჰელენი (რატლანდის მომავალი ჰერცოგინია).მაგრამ ამან ვერ გადაარჩინა ქორწინება: წყვილი განქორწინდა.


განქორწინების მიზეზი არ იყო ნიმფომანია, რომელიც მარგარეტმა განუვითარდა უბედური შემთხვევის შემდეგ: იგი ლიფტის შახტში ჩავარდა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს .

image

დაზიანებებმა გამოიწვია გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, მაგრამ გაამძაფრა სექსუალური სურვილი. თვითმხილველების მონაყოლით ქალბატონი სუინი ხშირად ამბობდა:«Go to bed early and often „(დაწექი საწოლში ადრე და ხშირად“. ფრაზის პიკანტურობა გარკვეულწილად დაკარგულია თარგმანში: (“. .. და ხშირად“) სრულიად განსხვავებულ, ავხორცულ მნიშვნელობას ანიჭებდა.


გავრცელდა ჭორები, რომ მარგარეტი საყვარლებს დილის ცხრა საათზე იღებდა: სექსი მისთვის შესაფერისი იყო დღის ნებისმიერ დროს.


სუინისთან განქორწინება 1947 წელს მოხდა. 35 წლის ასაკში მარგარეტი დარჩა მარტოხელა (ან, როგორც ახლა იტყვიან, თავისუფალი) ქალი. მისმა თანამედროვეებმა შეიძლება დაამატონ „... შელახული რეპუტაციით“, მაგრამ ყოფილი ქმრის, სუინის სიმდიდრეს შეეძლო უფულოდ დარჩენილი ქალი შესაშური პატარძალი ყოფილიყო კაცებისთვის- სახელის მქონე, მაგრამ სიმდიდრის გარეშე.

image

"განქორწინებულ ქალი" იცვამდა მდიდრულ ელეგანტურ კოსტიუმებს (Chanel, Dior, Balenciaga და მოდის სხვა კორიფეებს დაემატა Hartnell-ს და Stibel-ს) და იკეთებდა ძვირფას სამკაულებს.


ამის შემდეგ იგი მცირე ხნით იყო დანიშნული ტეხასელ ბანკირ ჯოზეფ თომასზე, მაგრამ მას სხვა ქალი შეუყვარდა და ნიშნობა შეწყდა. მას ასევე ჰქონდა სერიოზული რომანტიკული ურთიერთობა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კურატორ თეოდორ რუსოსთან, რომელიც, მისი თქმით, იყო "ძალიან ჭკვიანი, მახვილგონიერი და ქედმაღლურად თავდაჯერებული . ეს რომანი ასევე დასრულდა ისე, რომ წყვილმა არ გააფორმა ურთიერთობა.



1951 წლის 22 მარტს იგი გახდა არგილის მე-11 ჰერცოგის, იან დუგლას კემპბელის მესამე ცოლი. მოგვიანებით მარგარეტი წერდა: "სიმდიდრე მქონდა, გარეგნობა მქონდა. როგორც ახალგაზრდა ქალს, გამუდმებით მიღებდნენ ფოტოებს, მწერდნენ, ქათინაურებს არ მაკლებდნენ, მაფასებდნენ, შევდიოდი "მსოფლიოს ათი საუკეთესოდ ჩაცმული ქალის" სიაში და კოულ პორტერი თავის ცნობილ ჰიტში "You're the Top"-ში მომიხსენიებდა"


imageფოტოზე:არგილი ჰერცოგი და ჰერცოგინია მარგარეტი


რამდენიმე წელიწადში ქორწინება გაყრით დასრულდა. ჰერცოგი ცნობილი იყო, რომ დამოკიდებული ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე და ნარკოტიკებზე, ასევე ცნობილი იყო, როგორც ფიზიკურად ძალადობდა წინა ორმა ცოლზე.


იგი ეჭვობდა ცოლზე და სანამ ის ნიუ-იორკში იმყოფებოდა, დაიქირავა ზეინკალი, რათა გაეხსნა კარადა მათ სახლში, , Upper Grosvenor Street. 48-ში აღმოჩენილმა მტკიცებულებები გახდა საფუძველი განქორწინების და სასამართლო პროცესის.რომელიც 1963 წელს, გაიმართა სადაც არგილის ჰერცოგმა მტკიცებულად წარადგინა სხვა კაცებთან ერთად "პოლაროიდით" გადაღებული ცოლის შიშველი ფოტოების ნაკრები, ერთ-ერთი, რომლის თავიც არ ჩანდა სავარაუდოდ იყო თავდაცვის მდივანი დუნკან სენდისი (მოგვიანებით ლორდ დუნკან-სენდისი, უინსტონ ჩერჩილის სიძე).

image




შეადგინეს სია 88 კაცისგან, რომლებთანაც, ჰერცოგის მტკიცებით, მისი ცოლს სექსუალური კავშირი ჰქონდა. როგორც ამბობენ, სიაში შედიოდა მთავრობის ორი მინისტრი და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამი წევრი. მოსამართლემ განაცხადა, ორმ ჰერცოგინია "ამაზრზენი სექსუალურ ქმედებებს სჩადიოდა." ასევე სასამართლოზე მისი ქმარი მოითხოვდა დაედგინათ "უთავო კაცის" ვინაობა.თუმცა მარგარეტი ისე მოკვდა, რომ მისი ვინაობა არ დაასახელა.


განქორწინების შემდეგ დარჩენილი ფული (ყოფილ ქმარს არგილის ჰერცოგს ღირსების შეურაცხყოფისთვის უჩივლა და გარკვეული თანხა წაართვა) მარგარეტს სწრაფად შემოეხარჯა . სასამართლო პროცესის შემდეგ ბავშვებთან და სხვა ნათესავებთან ისედაც ცუდი ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა. 1975 წელს მან გამოაქვეყნა მემუარები „არ დაივიწყო“, იმ იმედით, რომ სკანდალური მემუარებში დახარჯული თანხა მის ხარჯებს დაფარავდა. მაგრამ უშედეგოდ.

image

ყოფილმა არისტოკრატმა თავისი კაპიტალის ბოლო ნარჩენები ფეშენებლურ სასტუმრო Grosvenor House-ში ცხოვრებაი დახარჯა.


შედეგ სასახლე გაყიდა, მაგრამ ყოფილმა მილიონერმა არ იცოდა როგორ ემართა ბიზნესი და მიჩვეული იყო მომსახურებას. როდესაც ფული ამოიწურა, "ბინძური ჰერცოგინია" პიმლიკოში მოხუცთა თავშესაფარში აღმოჩნდა, სადაც მან ერთხელ გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი თვეები ყოფილი არისტოკრატი 1993 წელს გარდაიცვალა 80 წლის ასაკში- ბანაობის დროს აბაზანაში ჩავარდა და თავი გაიტეხა

1
556
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
556
  
2022, 27 თებერვალი, 22:10
Go to bed early and often; ადრე დაწექი და მალ-მალე
0 1 1