x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
სისხლიანი ანგარიშსწორება მღვდლებს შორის - მოძალადე ბერი ნასამართლევია
image

სისხლიანი ანგარიშსწორება მღვდლებს შორის - დადგენილია, რომ მოძალადე ბერი, ილარიონ გიგოლაშვილი წარსულში ნასამართლევია და ციხე ახლახანს დატოვა. ირკვევა, რომ ეს უკანასკნელი სასჯელს ნომერ მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწერსებულებაში იხდიდა.


ბერ ილარიონ გრიგალაშვილთან დაკავშირებას დილიდან ცდილობენ, თუმცა ის კავშირზე არ გამოდის.


რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, ადგილზე ამბობენ, რომ მღვდელზე თავდასხმის ვიდეო - კადრების ნამდვილობას ადგენენ.



ამის პარალალურად ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი, ბერის მიერ, მამა როინ მუმლაძის ცემის ფაქტს ეხმაურება.


მისი თქმით, ის უმძიმეს ვიდეოში ფიგურანტ სასულიერო პირებს არ იცნობს. მაღალი იერარქი აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება და შესაბამისი ორგანოებისგან მომხდარის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს.


"იკვეთება ორი დანაშაული, ერთი რასაც ვხედავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანმა ადამიანს არ უნდა სცემოს. კანონსაწინაამდეგო ქმედებაა, რომელიც კანონით ისჯება. მეორე, რაც მთავარია, პირველადი დანაშაული რაც არის - რატომ სცემა. იქ ისმის ლაპარაკში, რომ კაბა ბევრჯერ გაუხიდათ და ამას ჩაუცვია, შესამოსელი რაც არ ეკუთვნის. მე არცერთ მათგანს არ ვიცნობ, მაგრამ რაც იქ ლაპარაკში ისმის, გამოძიება უნდა დაიწყოს, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და ის პირველი უფრო დასასჯელია ჩემი აზრით"- აცხადებს წმინდა სინოდის წევრი"- თქვა სასულიერო პირმა.


ცნობისთვის, შავმა ბერმა მღვდელი სასტიკად სცემა, ნაცემია მამა როინ მუმლაძე. მას თავს შავი ბერი ილარიონ გიგოლაშვილი დაესხა. აგინა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. მეტიც, მისი დავალებით, ძალადობის ამსახველი ვიდეო მობილურით გადაიღეს.

0
635
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
635
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0