x
image
მანანა თურმანიძე
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის დედა, 74 წლის წარმატებული მოდელი
image


ყველასათვის ცნობილია ფრაზა: "ყოველი ძლიერი მამაკაცის უკან დგას ძლიერი ქალი". დღეს სწორედ ასეთ ისტორიაზე მოგიყვებით.



image


გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღეს მას მთელი მსოფლიო იცნობს. წარმატებულ ბიზნესმენს, გამომგონებელს და ინვესტორს, როგორც მისი, „სპეის ექს“-ის საკულტო მისიით, სადაც მან „ტესლა“-ს მანქანა კოსმოსში გაუშვა, ასევე ტიტულით - მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი.




image


„სფეის ექს“ -ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი, აგრეთვე „ტესლა“ -ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, „ექს.კომ“-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც ერთი წლის შემდეგ შეეცვალა სახელი და დაერქვა "პეიპალი", ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკია.



image



2016 წელს „ფორბს“-ის სიაში „მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანები“ მან 24-ე ადგილი დაიკავა, 2021 წლის ნოემბერში კი მისმა შემოსავალმა 300 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რითაც იქცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად.



image



საქართველოში ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც არ სმენია მასკის პროგრამის შესახებ, რომელმაც ბევრ ახალგაზრდას გაუკვალა გზა უკეთესი მომავლისკენ და მისცა სწავლის უფასოდ გაგრძელების შანსი აშშ-ში.



image


თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ამ უძლიერესი მაგნატის უკან ძლიერი ქალი დგას, ეს მისი ერთადერთი და განუმეორებელი დედაა, რომელიც ისეთივე მაგარია (თუ მეტად არა), როგორც მისი ვაჟი.


image



მაიე მასკი, ილონ მასკის დედა, 74 წლის მოდელი და დიეტოლოგია. მას ილონის გარდა ჰყავს შვილები, კიმბალი და ტოსკა მასკები.


image


ის დაიბადა კანადაში და ახალგაზრდა ასაკში საცხოვრებლად სამხრეთ აფრიკაში გადავიდა, სადაც მისი ოჯახი კალაჰარის უდაბნოში ცხოვრობდა და სადაც მოიპოვა ცნობადობა.


image


1969 წელს მაიე იყო მის სამხრეთ აფრიკის სილამაზის კონკურსის ფინალისტი, მოგვიანებით მიიღო მაგისტრის ხარისხი დიეტოლოგიაში.


image


შვილებთან ერთად კანადაში დაბრუნების შემდეგ მან განაგრძო სამოდელო კარიერა და 50 წელზე მეტია ამშვენებს სხვადასხვა ჟურნალის გარეკანებს.


image


მისი მართლაც განსაცვიფრებელი მოდელის პორტფოლიოს გარდა, მაიე მასკი ცნობილია თავისი პრეზენტაციებით, როგორც კვების ექსპერტი მთელს მსოფლიოში. ის არის კარგი სპიკერი და აქვს მაგისტრის ხარისხი დიეტოლოგიაში.


image


ის აღიარებს, რომ მისი ინტერესია ასევე დაეხმაროს ბავშვებს, რათა უკეთესად იკვებონ სკოლებში, სადაც არ არის ბოსტნეულით მდიდარი რაციონი.


image


მაიე მშვენივრად მართავს თავის ყველა გატაცებას და ამტკიცებს, რომ სილამაზე ასაკთან ერთად არ ქრება.



image



ის არის ყველაზე მაგარი ბებია, რაც კი ოდესმე გინახავთ. მან სამოდელო კარიერა ჯერ კიდევ 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო, 15 წლის ასაკში.



image


მაიე მასკი 74 წლის წარმატებული მოდელი, თმას არ იღებავს და თითქმის არ იყენებს კოსმეტიკას.


image


მაიე შესანიშნავად უთავსებს ერთმანეთს ყველა მის საქმიანობას და გატაცებას, ამავე დროს, მშვენივრად ახერხებს იყოს მოდელი და 10 შვილიშვილის ბებია, 50 წლიანი წარმატებული სამოდელო კარიერით.



image



0
203
3-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0