x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
22/02/2022 რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ ამ ერთ-ერთ ყველაზე ჯადოსნურ დღეს?

22/02/2022 რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ ამ ერთ-ერთ  ყველაზე ჯადოსნურ დღეს?

22/02/2022 ეს თარიღი ათასწლეულების მანძილზე ერთ-ერთი ჯადოსნურია.ეს არის სარკისებრი თარიღი, რომელიც ორივე მხრიდან ერთნაირად იკითხება.


ნუმეროლოგიაში – 2 ჰარმონიის, სიყვარულის, მეგობრობის, ურთიერთობის, დუალიზმისა და ბალანსის სიმბოლოა. ამ დღეს კოსმოსი, ვარსკვლავები, პლანეტები - მთელი სამყარო იმდენად პოზიტიურადაა განწყობილი, რომ ჩვენგან გაჟღერებულ სურვილებსა და ოცნებებს- ბუმერანგივით დაგვიბრუნებს უკან, ასრულებულს. თქვენი სურვილები პოზიტიური შინაარსის შემცველი უნდა იყოს და სხვას არ აზიანებდეს.


რა შეგიძლიათ გააკეთოთ?



დილით ადრე გაიღვიძეთ და შემოუშვით სუფთა ჰაერი, გააღვიძეთ ფიზიკური სხეული - გააკეთეთ თუნდაც მოკლე სუნთქვითი ვარჯიშები. გამოხატეთ მადლიერება. თქვით თქვენი განზრახვის აფირმაციები. დაიწყეთ რაიმე ახალი ( ოღონდ არა სპონტანურად).

დღის საათებში ჩამოწერეთ კარგად გაანზრახული სურვილები და მიზნები აწმყო დროში – დათარიღებული და დაკონკრეტებული. გააკეთეთ წლის სურვილების რუკა, ვისაც გაკეთებული გაქვთ გადახედეთ რამის შეცვლა ან განახლება ხომ არ გჭირდებათ. რა შეგიძლიათ გააკეთოთ? ეცადეთ ყველა იმ ადამიანს შეეხმიანოთ და აგრძნობინოთ თქვენი სითბო, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ამ დღეს ვინმეს თუ აპატიებთ ძალიან კარგი იქნება. სურნელოვანი ჩხირებით გაწმინდეთ თქვენი პირადი სივრცე - აირჩიეთ სასურველი ენერგიის მიმღები მინერალი და დღის მანძილზე ხშირად დაიჭირეთ ხელში.


22:02 ან 22:22 საათზე ხმამაღლა წაიკითხეთ დღის მანძილზე დაწერილი სურვილები - ორ სურვილზე განსაკუთრებით გაამახვილეთ ყურადღება.


რა არ უნდა გააკეთოთ?


ამ დღეს ნუ იკონფლიქტებთ. ნურავის მისცემთ უფლებას თქვენი განწყობა გააფუჭოს. არავის უსურვოთ ცუდი და ნეგატიური შინაარსის სურვილები არ ჩაიფიქროთ. არ თქვათ დაბალი სიხშირის ენერგიის სიტყვები ( დავიღალე, ცუდად ვარ, ვერ შევძლებ, მეშინია, მშურს, ვიბოღმები).


იცოდეთ, რომ ამ დღეს რასაც გააჟღერებთ, რა ენერგიებსაც გაუშვებთ, როგორც იმოქმედებთ, სარკისებური ანარეკლით დაგიბრუნებთ სამყარო უკან.

0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0