x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"ცოლობას ნუ მთხოვთ!! თორემ ყველა გაიზიარებთ იმ საბრალოს ბედს!!"- ვის ემუქრება დეა ადამია?

image


რეალითი შოუ "ჯეო-ბარი 2007"-ის გამარჯვებული დეა ადამია გაუწონასწორებელ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს მოუწოდებს ნუ უხსნიან მას სიყვარულს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯეობარელი ყველა მათგანს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვინაობის გასაჯაროებით ემუქრება:


"ფსიქიურად აშლილი ადამიანები ნუ მიხსნით სიყვარულს!! მითუმეტეს ცოლობას ნუ მთხოვთ!! თორემ ყველა გაიზიარებთ იმ საბრალოს ბედს!! გამოგაჭენებთ!! არ დაგინდობთ!!", – წერს დეა ადამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯეობარელმა შემდეგი შინაარსის პოსტი განათავსა, რომელსაც თან "გულგატეხილი" მამაკაცის პირადი ხასიათის რამდენიმე ვიდეო და მოკლე ტექსტური შეყობინების სქრინიც დაურთო:


"ესეთი მანიაკები მომაშორე ღმერთო!! ფსიქიატრიულის ავადმყოფი… ისე რა ბლომად არიან საქართველოში კაცები, რომლებსაც მკურნალობა ესაჭიროებათ… ვენებს რომ იჭრის ამიტომ ვიზღვევ თავს და ვასაჯაროვებ!!" - ვკითხულობთ ადამიას პოსტში.


image





0
1205
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1205