x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"შემრჩა მაღალი ბიჭი, წითელი პომადით, მწვანე საყურეებითა და გრძელი ჩითის კაბით"-ნინო თარხნიშვილი
image

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი ჰოლანდიელების მიერ შესრულებულ "სვანურ" ცეკვას და კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ საპროტესტო წერილს ეხმაურება და ირონიულად წერს:


"ერთხელ, ამსტერდამში, ზურგიდან ველოსიპედი დამეჯახა. დამეჯახა რა, გვერდი გამკრა. მოვტრიალდი გამწარებული, ხელი მეტკინა და შემრჩა მაღალი ბიჭი, წითელი პომადით, მწვანე საყურეებითა და გრძელი ჩითის კაბით. აი, ძალიან შეწუხებული, აღარ იცოდა, როგორ მოეხადა ბოდიში.


ახლაღა მივხვდი, რომ ამ ჰოლანდიელმა ბიჭმა შეურაცხყო და წაბილწა ჩითის კაბა, როგორც ქართველი ქალის ტრადიციული სამოსი. და არამარტო ქართველი ქალის ტრადიციული სამოსი წაბილწა, არამედ ტკივილი მომაყენა მეც. ნამდვილ ქართველ ქალს.




აი, ძალიან დათრგუნული ვარ. კულტურის სამინისტროს წერილმა, სვანური ცეკვის ჰოლანდიური დასის მიერ წაბილწვის შესახებ, გამახსენა ეს ამბავი და გავიაზრე, თურმე როგორი შეურაცხყოფა მომაყენა მაშინ იმ თავქარიანმა ველოსიპედისტმა :დ"-წერს ნინო თარხნიშვილი.



შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში მომხმარებელმა ლადო წიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამსტერდამში ნიდერლანდური ანსამბლი ცეკვა "სვანურს" ასრულებს გაურკვევლი ორიენტაციის მამაკაცთან ერთად, რომელიც ვარდისფერ კაბაშია გამოწყობილი.


"ანსამბლი, რომელიც მრავალი ერების ცეკვებს ცეკვავს, მხოლოდ საქართველოს მოექცა ესე!!!! (ნიდერლანდები-ამსტერდამი)“, - წერს ლადო წიტაშვილი.



მალევე ამ ფაქტს გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო, რომელმაც სპეციალური განცხადება გაავრცელა<<გააგრძელეთ კითხვა

0
757
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
757
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0