x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სარეკლამო პრინტები, რომლებმაც საზოგადოების ყველაზე მწვავე რეაქცია გამოიწვია
image


უცხოელი კრეატორები კვლავაც წარმატებით აგრძელებენ რეკლამებში ქალის შიშველი სხეულის გამოყენებას და დროდადრო ნებადართული საზღვრების გადაკვეთას, რითიც მომხმარებლებისა და რაღა თქმა უნდა, ფემინისტური ორგანიზაციების აღშფოთებას იწვევენ. პორტალმა "Buzzfeed"-მა ყველაზე პროვოკაციული სექსისტური სარეკლამო პრინტები დაასახელა, რომლებმაც ინტერნეტ საზოგადოების სრული შოკი გამოიწვია.



2008 წელს ბრაზილიურმა სააგენტომ "MatosGrey"-მ "Pantene"-ის ბრენდის შამპუნისთვის სარეკლამო პრინტები გამოუშვა, რომელთა იდეაც შემქმნელებმა "Wonderbra"-ს ბრენდის კამპანიიდან ისესხეს - "თვალებში მიყურეთ, გითხარით თვალებში - მეთქი!".


imageimage


კიდევ ერთი პროვოკაციული პრინტი შექმნა "Lowe Strateus Paris"-ის ფრანგულმა გუნდმა "AX Gravity" (Unilever) - ის ბრენდის მხარდასაჭერად.


image


ამერიკელ დიზაინერ მარკ ჯეიკობსს ტანსაცმლის ახალი ხაზის რეკლამირება, საკუთარი კოლექციის საზოგადოებისთვის ჩვენების გარეშე არც კი მორიდებია.

image

"McCann Erickson"-ის ბელგრადის განყოფილებამ სერბეთის დედაქალაქის გასალამაზებლად პლაკატების სერია გამოუშვა, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებდა ქუჩებში საკუთარი ოთხფეხა მეგობრების ფეკალები თავადვე მოეგროვებინათ და ქალაქის იერსახის გალამაზებაზე ყველა საშუალებით ეზრუნათ.


imageimageimage


ავტობრენდი "Mercedes-Benz"- ი სხვა კონცერნებს შეუერთდა და S-კლასის მოდელის პოპულარიზაციის ფარგლებში, საზოგადოებას უსაფრთხოების 8 აირბაგი ქალის "ღირსებების" სახით წარუდგინა.


image



მოულოდნელი სარეკლამო პრინტი ორიგინალური იდეით - ეს გახლავთ ტანის დამატენიანებელის საცხის რეკლამა სლოგანით "კიდევ უფრო სექსუალური მუხლებისთვის".


image



ჩეხური ავტობრენდის "Skoda"-ს სარეკლამო კამპანიამ ინტერნეტ საზოგადოება კარგად გაამხიარულა, როდესაც "Octavia"-ას მოდელი სალონის კონდიცირების ორი ზონით წარადგინა და აღნიშნული ოფცია წარმატებითაც გაათამაშა.

image


"American Apparel"-ის ბრენდი თავისი სკანდალური რეკლამებითა და საკუთარ ჩვენებებში ნახევრად შიშველი მოზარდი გოგონების პოზირებით არის ცნობილი, თუმცა 2011 წელს შემოდგომა-ზამთრის ფეხსაცმლის პროვოკაციული სარეკლამო კამპანიით ბრენდმა საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა.


imageimageimageimage







0
344
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
344