x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ძალადობრივი დაჯგუფებები თბილისში - შსს-მ გამოძიება დაიწყო
image

ახალგაზრდებზე სერიული თავდასხმების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. გომელაურის უწყებამ ახლა უნდა დაადგინოს ვინ არიან მოძალადეები, რომლებიც მოქალაქეებს ქუჩა-ქუჩა დასდევენ და განსხვავებული აზრის გამო ფიზიკურად უსწორდებიან. ამის მიუხედავად, შსს ვერ განმარტავს, რის საფუძველზე და რომელი მუხლით დაიწყო საქმეზე გამოძიება.


ახალგაზრდები, რომლებიც დედა-ენის ბაღს ხშირად სტუმრობენ და ძალადობრივი ფაქტების შემსწრეებიც არიან, "პირველებთან" ნანახის შესახებ საუბრობენ. მათი თქმით, გარჩევებს და ანგარიშსწორებას გარკვეული ჯგუფების მხრიდან ხშირად ხედავენ.


რაღაცა შარს ეძებენ... შეიძლება საყურეს გამო, ან "შენ მე რა მითხარი", ან "ჩემზე რა ჩაილაპარაკე", რანაირად გამომხედე... ეუბნებიან, რომ რატომ გაცვია, შარვალი არ მოგვწონს შენი...- ამბობს ერთ-ერთი არასრუწლოვანი.



თბილისში გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც განსხვავებული შეხედულებების, ორიენტაციისა და მრწამსის ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან. თავდასხმები ძირითადად ღია სივრცეში ხალხის თანდასწრებით ხდება. დაჯგუფებებში არასრულწლოვნებიც არიან. მოძალადეები ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს მობილური ტელეფონით იღებენ და სოციალურ ქსელში ავრცელებენ.


მესამე სექტორი ფიქრობს, რომ ამ ძალადობრივ დაჯგუფებებს კარგი მფარველი ჰყავთ. არასამთავრობოები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ ჯგუფების უკან 5 ივლისის შემოქედები იდგნენ.

1
379
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
379
  
2022, 20 თებერვალი, 14:13
ნეტა როდის გვეშველება))))))))))))
0 1 1