x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მართალია თუ არა, რომ ვაქცინირებულებში კორონავირუსით ავადობა უფრო ხანმოკლეა?
imageვაქინირებულებში რომ სიკვდილიანობა დაახლოებით 90% -ით ნაკლებია, უკვე ერთბაშად რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა(მათ შორის ჩვენს ქვეყნაშიც).


ამჯერად კი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ექსპერტებმა დაადასტურეს წინა კვლევების შედეგები და აღნიშნეს, რომ ვაქცინაციას პირდაპირი ზეგავლენა აქვს გრძელვადიანი კოროვირუსის, ანუ ლონგკოვიდის განვითარებაზე.კვლევის შედეგები გამოცემა NEW ATLAS-მა გამოაქვეყნა.


სრულად ვაქცინირებულს ზრდასრულ ადამიანებში- დაახლოებით 50% -ით ნაკლებია ლონგოკოვიდის განვითარების ალბათობა. შედეგის მისაღებად, შეჯამდა და გაანალიზდა 15 კვლევა, რომლებიც სწავლობდნენ ვაქცინაციასა და გრძელვადიან კორონავირუსს შორის ურთიერთობას.


რვა კვლევა ფოკუსირებული იყო იმაზე, ინფექციის დაწყებამდე ამცირებს თუ არა ვაქცინაცია ხანგრძლივი კოვიდის განვითარების რისკს. ამ გამოკვლევებიდან ექვსმა აჩვენა, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში უფრო ნაკლები შანსია გამოუვლინდეთ გრძელვადიანი კორონავირუსის ნიშნები კოროვირუსით ინფიცირების შემდეგ, არავაქცინირებულ ადამიანებთან შედარებით.



ცოტა ხნის წინ, დიდი ბრიტანეთის კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ჩაატარეს კვლევა. მათ ჩაატარეს სხვადასხვა ვარიანტის ცდები, რათა მიეღოთ KN95 ქირურგიული დსამედიცინო ნიღბების ყველაზე ეფექტური დაცვა კორონავირუსისაგან

პირბადეების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი მჭიდროდ არ ეკვრის სახეს. როგორც აღმოჩნდა, ღრიჭოების ზომა დიდწილად დამოკიდებულია თავისა და ცხვირის ზომაზე.აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტურად პირბადეს ქალის კოლგოტი ფარავდა.
0
160
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0