x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134425
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
არგენტინაში პლაჟზე თვითმხილველებმა "მფრინავი თეფში" დააფიქსირეს(ვიდეო)
image

მარ დელ პლატას (არგენტინა) ღამის სანაპიროზე დამსვენებელთა მთელი ჯგუფი უცნაური ფენომენის თვითმხილველი გახდა და ვიდეოს გადაღებაც მოახერხეს.




პლაჟზე დამსვენებლებმა ცაში უცნაური მოციმციმე შუქები დააფიქსირეს. ისინი ისე მოძრაობდნენ, თითქოსდა შთაბეჭდილებას სტოვებდა, რომ ერთი მფრინავი ობიექტის ნაწილი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ინციდენტი ღამით მოხდა, ამიტომ ზოგიერთი დეტალი სიბნელემ დამალა.


თუმცა, თვითმხილველები დარწმუნებულები არიან, რომ ეს იყო მფრინავი თეფშის ბორტ- განათება, რომელიც არგენტინის ცაში გზას მიიკვლევდა.



შენიშვნა: მთავარი ფოტო პირობითია


რამდენიმე დღის წინ კანადაში, ახალი შოტლანდიაში მცხოვრებმა შენიშნა ცაზე უცნაური მოციმციმე შუქები. მამაკაცის გაოცება გამოიწვია იმან, რომ ის ცხოვრობს ისეთ მიყრუებულ ადგილში, სადაც თვითმფრინავებიც კი იშვიათად დაფრინავენ.

მან კატეგორიულად უარყო ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მიწიერი წარმოშობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ა.მ.ო არა მხოლოდ ახალ შოტლანდიაში პატრულირებდა, არამედ აციმციმდა, თითქოსდა მისთვის მორზეს კოდით სიგნალის გადაცემა სურდა.


„ამო“, ანუ "ამოუცნობი მფრინავი ობიექტის" ფენომენი და როგორც — ტერმინი, გამოიყენება ყველა სახის ამოუცნობი საჰაერო მოვლენის მიმართ, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება. ტერმინი პირველად გაჩნდა 1952 წელს იმ ობიექტების ან მოვლენების აღსანიშნავად, რომლებიც ექსპერტებმა ვერაფრით ამოხსნეს. „ამო“-ს შეისწავლის უფოლოგია.


თანამედროვეობაში ტერმინი „ამო“ გამოიყენება კონკრეტულად უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდის სინონიმად, იმის მიუხედავად, თუ რა მოჩანს ცაზე. ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი ამჯობინებს, უფრო ფართო მნიშვნელობის ტერმინი გამოიყენოს და მას „ამოუცნობ საჰაერო მოვლენას“ უწოდებს.



1
536
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
536
  
2022, 19 თებერვალი, 18:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1