x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137373
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511330
ისტორიას ფულით ვერ იყიდი

imageკარსმომდგარი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მადრიდის "რეალი" საკმაოდ ძლიერ და ამბიციურ "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. მურინიომ ტრადიციას არ უღალატა და ჟურნალისტებთან საუბარში, მეტოქე "ქალაქელები" გააქილიკა. მისი განცხადებით, "სიტი" შესაძლოა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი იყოს, მაგრამ ისტორიის და ტიტულების მხრივ. "სამეფო კლუბს" ვერც ერთი გუნდი შეედრება.
"არის რაღაცეები, რასაც ფულით ვერ იყიდი ისტორიას და ტიტულებს... "რეალი" უკვე შემდგარი კლუბია, რასაც "მანჩესტერელებზე" ვერ ვიტყვი".
პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, "სამეფო კლუბის" მოთამაშეების კიდევ ერთი უპრატესობა ფსიქოლოგიური წნეხის არსებობაში მდგომარეობს.

"სიტი" არის კლუბი, რომელიც იმ მიზნით გაძლიერდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. ეს მათი მთავარი მიზანია. მათგან განსხვავებით, პირადად მე და კლუბსაც ლიგის თასი არაერთხელ გვაქვს მოგებული. ასე რომ, ჩვენ ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი გვაქვს".

მურინიომ მანჩესტერელთა რიგებიდან მარიო ბალოტელი და კარლოს ტევესი გამოარჩია.
"არ მიყვარს მოწინააღმდეგე კლუბებზე ინდივიდუალურად საუბარი, მაგრამ რაკი მეკითხებით, მათგან კარლოს ტევესს და მარიო ბალოტელის გამოვარჩევდი. მარიოსთან "ინტერში" 2 წლის განმავლობაში ვიმუშავე და მისი ავკარგი ზეპირად ვიცი".

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:არსენალი
არსენალი
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0