x
მეტი
  • 08.12.2022
  • სტატია:124180
  • ვიდეო:355540
  • სურათი:496910
“შენ ადამიანიც არ ხარ, ჩერგოს მონა ხარ, ჩერგოს რუპორი ხარ…”- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს:


"რაც საჯარო სივრცეში ვაქტიურობ და კონფლიქტები მაქვს იმ თემებზე, რაც მაინტერესებს, ანუ დაახლოებით 13 წელია, ჩემს პოზიციაზე მყოფებს ხშირად უკეთებენ ოპონენტები დეჰუმანიზაციას.


არგუმენტს რომ ვერ უპირისპირებ, დეჰუმანიზაცია უსინდისო და იოლი ხერხია – შენ ადამიანიც არ ხარ, ჩერგოს მონა ხარ, ჩერგოს რუპორი ხარ, ჩერგონავტი ხარ… მნიშვნელობა არ აქვს ვის ეხება და რამდენად აბსურდული ბრალდებაა, მთავარია ჩემს პოზიციას ემთხვეოდეს.


ზოგადად, უსინდისო და არალეგიტიმური დარტყმებით თვითგადარჩენა, ადამიანებს ახასიათებთ, (თუ ქოცებს აკრიტიკებ, ნაცი ხარ) ამას ზემოდან ემატება მოწინააღმდეგეების პროპაგანდისტული მიზნებიც – დასუსტება, დაკომპლექსება, დაპირისპირების შეტანა ერთი პოზიციის მქონე ადამიანებში. ბუნებრივია იმით აკომპლექსებენ, ვისაც ლიდერად მიიჩნევენ (უმეტესწილად, სრულიად უსაფუძვლოდ და არაადეკვატურად).


ზოგი ავი განზრახვით აკეთებს, ზოგი უბრალოდ სისუსტით, მაგრამ ფორმა ერთი აქვს. ბევრ ადამიანზე ეს არ ჭრის საბედნიეროდ, ვინც მყარად დგას ფეხებზე, ასეთ თავდასხმებს იოლად ხსნის და გავლენას ვერ ახდენს. მაგრამ ბევრზე ძალიან ეფექტურად ჭრის. და ერთი უცნაური ტენდენცია შევამჩნიე. ვისზეც გაჭრა, აი ისინი იყენებენ ყველაზე გაშმაგებით სხვების მიმართ.


ფიქრობენ, რომ რამაც მათზე იმუშავა, სხვაზეც იმუშავებს.
საინტერესო ფენომენია.
დიდი ხანია შევამჩნიე და მინდოდა დამეწერა.
უბრალოდ, დღეს გამახსენდა – სადღაც ვნახე, რომ ადამიანი თავის მოსაზრებას წერდა და არგუმენტების ნაცვლად, თამარასთვის წერ, არაავთენტურადო, დასძახოდნენ.
რუტინული კია, მაგრამ looks pretty disgusting", – ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქპოსტში.






0
186
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
186