x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ასე როგორ გადა…ვი თავზე?! მოხვალ აზრზე თუ დავიწყოთ ორგანიზება შენი ლინჩის წესით გასამართლების? - ვის ემუქრება ხათუნა ხოფერია

image


ყოფილი პარლამეტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანია "თელმიკოს" წარმომადგენლებს საჯაროდ მიმართავს და მათ ლინჩის წესით გასამართლებით ექმუქრება.


"Telmiko!


ჰა, მოხვალ აზრზე თუ დავიწყოთ ორგანიზება შენი ლინჩის წესით გასამართლების?!…


ასე როგორ გადა…ვი თავზე?!… გაზს საერთოდ არც


გავაფრთხილებთ!!! ეგრევე უნდა გაილინჩოს!!!!" - წერს ხათუნა ხოფერია "ფეისბუქის" გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ მოსახლეობამ წინა თვეს კომუნალური გადასახადების ორ-ორი ქვითარი მიიღო და გადასახადებიც გაორმაგებულად გადაიხადა. მოქალაქეების თქმით, მართალია, მათ მიერ მოხმარებული გაზისა და წყლის რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა გადასახდელი თანხის რაოდენობა მათ რატომღაც გაორმაგებული სახით დაერიცხათ.


ცნობითვის, შპს "თელმიკოში" სემეკ-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომისიების მხრიდან შემოწმებები მიმდინარეობს, რაც ელექტროენერგიის ქვითრებზე ასახული გაზრდილი თანხების გამო თბილისის მცხოვრებთა საჩივრებით იქნა გამოწვეული.




0
493
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
493