x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საკრუიზო ლაინერზე 32 წლის ქალმა თავი მოიკლა (ვიდეო)
image

ვიდეოში ჩანს ქალი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს საკრუიზო გემის დაცვის თანამშრომლებს რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ის გემბანიდან გადახტებოდა და გაუჩინარდა მექსიკის ყურეში ოთხშაბათს ნაშუადღევს.


კადრებში ჩანს, რომ საკრუიზო ლაინერ Carnival Valor-ზე სამ მცველს გაკავებული ჰყავს აშკარად შეწუხებული ქალი. ისმის, რომ გაიძახის "ალისიას", რამ დროს მცველები ეხმარებიან მას კიბეებზე ასვლაში და გემის აუზში მომხდარი ჰიდროაბაზანაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სადაც ქალი არადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა.

image


32 წლის ქალი ამის შემდეგ ზედა გემბანიდან გადახტა, რომლის სიმაღლე 10 სართულიანი სახლის ეკვივალენტია.ვიდეოს კადრებში თავად გადახტომის მომენტი არ ჩანს, თუმცა ჩანს როგორ გარბიან მგზავრები ზედა გემბანზე.

image

სანაპირო დაცვამ გაგზავნა ორი ვერტმფრენის ეკიპაჟი მის მოსაძებნად. უცნობია, როგორ აღმოჩნდა მგზავრი წყალში, მაგრამ ზოგიერთმა მგზავრი Fox 8 news-თან საუბარში აცხადებდა, რომ მას ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე ბორტზე მყოფმა დაცვამ ხელბორკილები დაადო, თუმცა ვიდეოში ჩანს, რომ ქალს ხელბორკილები არ ადევს.

image

სანაპირო დაცვამ გაგზავნა ორი ვერტმფრენის ეკიპაჟი მის მოსაძებნად. 14 საათიანი ძებნის დროს დაახლოებით 2514 კვადრატული მილი იქნა შესწავლილი, ქალის ძებნა შეწყდა ხუთშაბათს 17:37 საათზე.

ქალი Carnival Valor-ზე მეუღლესთან ერთად 5 დღიანი კრუიზით მოგზაურობდა მექსიკაში, გემმა გასულ შაბათს დატოვა ახალი ორლეანის სანაპირო.


Carnival Valor-ს შეუძლია გადაიყვანოს 2980 მგზავრი და ეკიპაჟის 180 წევრი. გემი აშენდა 2004 წელს და გარემონტდა 2008 წელს.


აღსანიშნავია, რომ ამერიკულ საკრუიზო გემებს შორის, ყველაზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი წყალში გადავარდა სწორედ Carnival-ის ლაინერებიდან - 73 ადამიანი 2000 წლიდან მოყოლებული.



0
350
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0