x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ჩემს შექმნილ “მარაოზე” ჩემი “პროფილი “ გადის გამეორებით, მე კი ვწევარ სახლში, კორონას ვებრძვი" - მაია ასათიანი
imageკოვიდინფიცირებულ მაია ასათიანს, როგორც ჩანს საკუთარი პროფესიის და ტელევიზიის ნოსტალგია მოეძალა:


"ჩემს შექმნილ “მარაოზე” ჩემი “პროფილი “გადის გამეორებით....მე კი ვწევარ სახლში, კორონას ვებრძვი და ისევ მაოცებს ვარსკვლავიანი ცა ჩემს თავზე"-წერს სოციალურ ქსელში მაია ასათიანი.


თაყვანისმცემლები კომენტარებში მაიას ამხნევებენ და მალე გამოჯანმრთლებას უსურვებენ.

image


როგორც ცნობილია რამდენიმე დღის წინ მაია ასათიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავიდან იგი სახლში მკურნალობდა, მაგრამ როგორც ჩანს, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შესახებ მაია ასათიანმა "ინსტაგრამ_სთორიში" დაწერა და მადლობა გადაუხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს:

"ბევრად უკეთ ვარ მეგობრებო, მადლობა ყველას მოკითხვისთვის და უღრმესი მადლობა ლევან რატიანს და მის კლინიკის გუნდს" .


როგორც ცნობილია მაია ასათიანის საავტორო გადაცემა "პროფილი" დაიხურა, გასული თვის შუა რიცხვებში მაია ასათიანმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც გულშემატკივრებს განუმარტა, თუ რატომ აღარ ჩანს ტელევიზიაში.


"ეხლა ვფიქრობდი რამდენი ხანია თქვენთვის არ მითქვამს საღამო მშვიდობისა, დაახლოებით, ექვს თვეზე მეტი იქნება. ძალიან ბევრი მწერთ და ერთი ხანობა არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ იმდენად ბევრი მესიჯი მომდის კითხვით, რატომ არ გადის "პროფილი "ეთერში, რომ გადავწყვიტე ეს ვიდეო ჩამეწერა.



ისე გამოვიდა, რომ მომიწია დროებითი პაუზის აღება, 15 წლიდან ვმუშაობ და წელს მაისში 30 წელი გახდება, რაც ჟურნალისტად ვმუშაობ და რაც ეთერში ვარ.ამიტომ მივეცი ჩემ თავს უფლება ცოტა ხანი დამესვენა, შესაბამისად "პროფილიც" და ყველა ის გადაცემაც, რომელსაც პროფილის ჯგუფი ამზადებდა, ეთერში არ გადის. მოგვიწია უბრალოდ ასე, სამწუხაროდ..



ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას და ძალიან ბევრი წერილები მომდის კითხვით-როდის დავბრუნდები... დავბრუნდები აუცილებლად, იმიტომ რომ მე ტელევიზიის გარეშე არ შემიძლია, მე ვცოცხლობ 25-ჯერ წამში, დავბრუნდები აუცილებლად, უბრალოდ მომიწია ჩემგან დამოუკიდებელი ფაქტორების გამო ეთერიდან წასვლა. მიყვარხართ ძალიან და მადლობა რომ აქ ხართ ჩემთან ერთად.."

1
396
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
396
  
2022, 21 თებერვალი, 20:54
№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE,GE ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤

№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE,GE ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
0 1 1