x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121618
  • ვიდეო:354855
  • სურათი:493742
ქართველი ქალი, რომელმაც ქურდებს დიდი რაოდენობით "ობშიაკი" მოპარა - კრიმინალური არქივიდან
image

საპირველაპრილო ხუმრობა
1968 წლის 1 აპრილი ორშაბათი დღე იყო და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში ოფიციალურად არ იყო მიღებული „მსოფლიო სიცილის დღის აღნიშვნა“, მოსკოვის კინოსტუდია „მოსფილმში“ სწორედ საპირველაპრილო ატმოსფერო სუფევდა. საქმე კი ის იყო, რომ ზუსტად დილის 9 საათზე კინოსტუდიის პავილიონ ¹4-ში დედაქალაქის სხვადასხვა კუთხიდან სასინჯ გადაღებაზე მშობლებმა 25 უმცროსკლასელი მიიყვანეს. მშობლები აცხადებდნენ, რომ მათ წინა ღამით მამაკაცმა დაურეკა, უთხრა, რომ რეჟისორი იყო, რომელიც საბავშვო ფილმს, „გასეირნებას“ იღებდა და სთხოვა, რომ შვილი მთავარი როლისთვის სასინჯ გადაღებაზე მიეყვანათ. „მოსფილმში“ ეცინებოდათ და გაწბილებულ მშობლებს პასუხობდნენ:
– დღეს ხომ პირველი აპრილია, სიცილისა და გათამაშების დღე. თქვენც ვიღაც ახლობელი გეხუმრათ და „მოსფილმში“ გაგასეირნათო...
საპირველაპრილო ხუმრობისგან გაწბილებულ მშობლებს სახლებში დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო მეტი გაწბილება ელოდათ. საქმე კი ის იყო, რომ „მოსფილმში“ დაბარებული ოცდახუთივე ოჯახი პირწმინდად იყო გაქურდული და რომ ეს ყველაფერი ბოროტი ტრიუკი იყო და არა კეთილგანწყობილი საპირველაპრილო ხუმრობა.
გრანდიოზული ქურდობა
მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროში („მური“) დაახლოებით დილის 10 საათისთვის ერთმანეთის მიყოლებით შევიდა შეტყობინება ქურდობის შესახებ. დაზარალებულები ერთნაირი ტექსტით საუბრობდნენ და მორიგემ ისიც კი იფიქრა, საპირველაპრილოდ ხომ არ მეხუმრებიანო. თუმცა, საქმე ნამდვილად ქურდობებს ეხებოდა და „მურის“ ოპერატიულ ჯგუფებს ყველა მისამართზე მისასვლელად, რაიონული მილიციის დახმარება დასჭირდათ, რადგან საკმარისი თანამშრომლები არ ჰყავდათ. თავდაპირველად ქურდობების ფაქტებზე 25 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, შემდგომ კი ისინი ერთ საქმედ გააერთიანეს და გაფართოებულ საგამოძიებო-სამძებრო ჯგუფს ჩააბარეს, რომელსაც ნუგზარ მეტრეველი ხელმძღვანელობდა. 40 წლის ქართველი მაიორი ამ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ მუშაკად ითვლებოდა, მას გაუხსნელი საქმეც კი არ ჰქონდა. უმაღლეს პროფესიონალიზმთან ერთად, ნუგზარს ისიც შველოდა, რომ კარგად იცნობდა „შავ სამყაროს“ და მათ წრეებში პირადი აგენტურული ქსელი ჰქონდა. ქართველი მაიორი მაშინვე მიხვდა, რომ ეს გრანდიოზული, კარგად ორგანიზებული დანაშაული იმ შესანიშნავი გეგმით განხორციელდა, რომლის შემოქმედი ან შემოქმედთა ვინაობა სასწრაფოდ უნდა დაედგინა. ნუგზარმა გაარკვია, რომ ყველა დაზარალებული ძირითადად არალეგალური ეკონომიკური საქმიანობით გამდიდრებული ადამიანი იყო. თუმცა, მათ შორის პატიოსანი ადამიანებიც ერია. როდესაც მაიორი მეტრეველი დაკარგული ძვირფასი ნივთების ნუსხას გაეცნო, აღმოჩნდა, რომ მათი ღირებულება მილიონ მანეთს აჭარბებდა. რაც შეეხება ფულს, 100 ათასი მანეთი შეადგინა, რაც აგრეთვე, დიდი თანხა იყო. ნუგზარ მეტრეველი დარწმუნებული იყო, რომ ქურდების ნადავლი მილიონ 100 ათასზე ბევრად მეტი იქნებოდა. გამოცდილმა მაიორმა იცოდა, რომ „ცეხავიკები“ თავიანთი ზარალის ნამდვილ რაოდენობას არ გაამხელდნენ, რათა მათთვის არავის ეკითხა, საიდან ჰქონდათ ამდენი სიმდიდრე.
ქურდული „ობშჩიაკი“
ნუგზარ მეტრეველმა მთელი თავისი აგენტურა ფეხზე დააყენა და შეიტყო, რომ ეს გრანდიოზული ქურდული ოპერაცია გენო სირაძის, მეტსეხელად „გენკას“, მიერ იყო ორგანიზებული. სირაძე 69 წლის, ეგრეთ წოდებული, „ნეპმანელი“, ძველი ფორმაციის ქურდი იყო და კოლეგებში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. მეტრეველი მას კარგად იცნობდა და იცოდა, რომ „გენკა“ მაინცდამაინც გამჭრიახი გონებით არ გამოირჩეოდა და ასეთ გრანდიოზულ აქციას ვერ დაგეგმავდა. მიუხედავად ამისა, მაიორს თავისი აგენტი ატყობინებდა, რომ სწორედ სირაძემ ჩაატარა „სხოდკა“ და კოლეგებს ქურდული „ობშჩიაკის“ შესავსებად ამ აქციის მოწყობა მან შესთავაზა. აგენტისვე ცნობით, სირაძეს მთელი ოპერაციის გეგმა რვეულში ეწერა და მათ კოლეგებს უკითხავდა. მაიორი ამ ცნობამ უფრო მეტად დააეჭვა და გაიფიქრა, რომ „გენკას“ უკან ვიღაც სხვა იდგა, რომელიც სირაძის ავტორიტეტს იყენებდა. მეტრეველის ეჭვი იმანაც გააღრმავა, როცა შეიტყო, რომ „გენკასთან“ ახალგაზრდა ქალი, 30-35 წლის, ვინმე ნატაშა ცხოვრობდა. ოპერატიული ჯგუფი „გენკას“ დასაკავებლად გაემართა, მაგრამ იქ ვერც სირაძე აღმოაჩინეს და ვერც მისი ნატაშა. მაშინვე შეუდგნენ მათ ძებნას, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს. აშკარა იყო, რომ წყვილი მიიმალა. იმავე დღეს მოსკოვსა და მის შემოგარენში თითქმის ყველა აიყვანეს, ვისაც იმ გრანდიოზულ ძარცვაში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული. ისინი აცხადებდნენ, რომ მთელი ნაქურდალი ძვირფასეულობა და ფული „გენკას“ ქურდული „ობშჩიაკის“ შესავსებად ჩააბარეს და ისე გამოდიოდა, რომ სირაძემ ქურდისთვის არასაპატიებელი საქციელი ჩაიდინა და „ობშჩიაკი“ გაიტაცა. ამის არ სჯეროდათ ქურდების უმრავლესობას და თავად მაიორს, რაც დადასტურდა კიდეც – 19 აპრილს „გენკა“ მდინარე იაუზაში მოკლული აღმოაჩინეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. ორგანიზმში კი დასაძინებელი პრეპარატის დიდი დოზა აღმოუჩინეს, ეს კი იმაზე მეტყველებდა, რომ ის ჯერ დააძინეს, შემდეგ კი მოკლეს.
ეჭვი ქალზე აიღეს და ვარაუდობდნენ, რომ გენკა მან მოკლა, ხოლო „ობშჩიაკი“ გაიტაცა. დადგინდა ქალის ვინაობა. ის 33 წლის ნატალია გოზალიშვილი აღმოჩნდა, რომელიც წვრილმანი ქურდობისა და პროსტიტუციისთვის იყო ნასამართლევი. 1968 წლის 16 ივლისს, ბათუმში დააკავეს 35 წლის მურმან ხოსიაშვილი, რომელიც ერთ-ერთ კერძო სახლში ქირით ცხოვრობდა და მცდელობის მიუხედავად, გაქცევა ვერ მოახერხა. ჩანთაში მას გრანდიოზული ძარცვის დროს მოპარული ძვირფასეულობა აღმოუჩინეს. ნაქირავებ ბინაში კი ნატალია გოზალიშვილის ყელგამოჭრილი ცხედარი აღმოაჩინეს. ხოსიაშვილმა აღიარა, რომ ორივე მკვლელობა მან ჩაიდინა: გრანდიოზული ძარცვისა და „ობშჩიაკის“ გატაცების იდეა კი ნატალიას ეკუთვნოდაო. მიუხედავად იმისა, რომ ხოსიაშვილს დახვრეტა მიუსაჯეს, მას უფრო ადრე პატიმრები გაუსწორდნენ და ციხეში ჩამოახრჩვეს.
(მომზადებულია "თბილისელების" მიხედვით)

image

ასევე იხილეთ


რუბრიკით "კრიმინალური არქივიდან" გთავაზობთ საქართველოში მომხდარ 10 წლის წინანდელ არაცეულებრივ ისტორიას, რომელიც ერთდროულად ქართულ ტიპიურ რეალობასთან ერთად არატიპიური იშვიათი ორიგინალობით გამოირჩევა. სამკვირიანი თანაცხოვრების შემდეგ, 35 წლის რძალს ქმარმა და დედამთილმა თაღლითობისა და ...


70-80-იან წლებში ეს ქალი შემნახველი სალაროების ნამდვილი რისხვა იყო. და მაინც, მას რუკაზე ერთი ადგილი ძარცვისთვის აკრძალულ ზონად მიაჩნდა. საუბარია, მოსკოვზე. დამნაშავე აქ დასასვენებლად და კიდევ ერთგვარი რიტუალის შესასრულებლად ჩადიოდა, რომელიც მას იღბალს დააბედებდა. ჯერ მიდიოდა პეტროვკა 38-ში -(შენიშვნა :სადაც მდებარე...


image


გასული საუკუნის 70-იან წლების ბოლოს საქართველო იყო ყველაზე მდიდარი და წარმატებული საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, უბრალო საბჭოთა მოქალაქეები როდესაც თბილისში ხვდებოდნენ გაოცებულები იყვნენ აქაური ცხოვრების დონით, აქ უფრო ბევრად მეტი ავტომობილები დადიოდა ვიდრე საშუალო საკავშირო მაჩვენებელი იყო, ხოლო ქართველების აგურით ნაგები სახლები(ზოგჯ...


გავიხსენოთ ყველაზე გახმაურებული, მასშტაბური სისხლის სამართლის საქმეები ვაჭრობის სფეროდან, რა სქემებს და მაქინაციებს იყენებდენ ამ საქმეების ფიგურანტები და რა რაოდენობის ზარალი მიაყენეს სახელმწიფოს პირებმა, რის გამოც ზოგიერთმა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა დაიმსახურა. სამი გრამი კონიაკი - მინვოდტორგის საქმე(1962-1963) ...


1977 წლის 24 ოქტომბერს სამართალდამცავებმა დააკავეს ალბათ ყველაზე შემზარავი სერიული მკვლელი-ნეპიოფილი ანატოლი ბირიუკოვი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც "ჩვილებზე მონადირე", მის დაკავებაზე არნახული მასშტაბის ოპერაცია ჩატარდა, რომელიც მოსკოვის მილიციას არც მანამდე და არც მის შემდეგ ახსოვს. ვინც იმ პერიოდს მოესწრო კარგად ...

0
1574
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1574
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0