x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
სირიელების მიერ მოდერნიზებული ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომელიც ეფექტურია, მაგრამ სასაცილოდ გამოიყურება

image ომში საბრძოლო ტექნიკის "მოდერნიზება" მისი საარტილერიო ჭურვის, მართვადი სარაკეტო კომპლექსისაგან თუ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის ყუმბარისაგან დასაცავად მიღებული ფორმაა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომიდან დაწყებული.
ჯავშანტექნიკაზე ხან ქვიშით სავსე ტომრებს ალაგებდნენ, ხან დმატებით ფოლადის ფირფიტებს ამატებდნენ გვერდებზე, ხანაც სულაც მუხლუხოს ელემენტებს, რაც მართალია მძიმე ტექნიკას მობილურობას უქვეითებდა და უქვეითებს, მაგრამ სამაგიეროდ თავად ტექნიკას და მის ეკიპაჟს მეტნაკლები წარმატებით იცავს.
სირიის სახალხო რესპუბლიკის ელიტური 105 ბრიგადის ქვეითთა საბრძოლო მანქანა 1-ისათვის შეიძმნა მთელი რიგი კონსტრუქციები რომელსაც უნდა დაეცვა აღნიშნული ჯავშანმანქანა.
გაგეცინებათ და სირიელებმა წარმატებით გაართვეს თავი დასახულ ამოცანას და ქვეითთა საბრძოლო მანქანის კოშკურას თავზე ასე ვთქვათ "დაახურეს" ზემტკიცე ფოლადის კასრი, რომელსაც შესასვლელი კარიც აქვს და მჭიდროდაც იკეტება.
აღნიშნულმა კონსტრუქციამ მართალია დაამძიმა ტექნიკა და მობილურობაც შეუმცირა, მაგრამ როგორც წერენ აღნიშნულმა "კასრმა" ტექნიკა და ეკიპაჟი ბევრჯერ გადაარჩინა.
გარდა ამისა სირიელები აღნიშნულ ტექნიკაზე ბორყებზე კიდებენ ირიბად დაკიდული ფოლადის ელემენტებს, რომელიც მთაში საზაფხულო აგარაკად აშენებული ხის სახლის ფიცრების წყობას მოგაგონებთ, სამაგიეროდ როგორც სირიელები ამტკიცებენ ამგვარი დაცვა ტექნიკას იცავს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის ყუმბარის კუმულატიური ჭავლისაგან.
აღნიშნული დაკიდება სირიელებმა პირველად ტანკებზე "Т-72М1" გამოიყენეს, როგორც აღმოჩნდა ჯავშან ფირფიტების ამგვარი წყობა საკმაოდ ეფექტურია.
მართალია ჯავშნის დამატებითი წონა ძრავს ზედმეტად ტვირთავს, სამაგიეროდ ტექნიკაც და ეკიპაჟიც ბევრად უკეთესადაა დაცული. როგორც საბრძოლო გამოცდილებამ აჩვენა ასე შეჯავშნული საბრძოლო ტექნიკა სტანდარტულისაგან განსხვავებით ნაკლებად ფეთქდებოდა.
ზიგადად ტნკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის ყუმბარის თუ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო, მართადი სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული რაკეტის მოხვედრისას, ტექნიკა რომც გადარჩეს, ეკიპაჟი მაინც შესაცვლელი ხდება, რადგან დარტყმის ძალა ეკიპაჟის წევრებს კონტუზიას აღებინებს, კონტუზირებული მებრძოლი კი გარკვეული დროის მანძილზე ქმედუუნაროა.
ესეც სირიული "შედევრები".
imageimage

0
245
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
245