x
image
ლანა92
რატომ უნდა ეწვიოთ ელ-სალვადორის რესპუბლიკას: საინტერესო ფაქტები და ღირშესანიშნაობები
image


1.ქვეყნის აღწერა

ოფიციალური სახელწოდება - ელ-სალვადორის რესპუბლიკა;

მდებარეობა - ცენტრალური ამერიკა, წყნარი ოკეანის სანაპირო;

ფართობი - 21 ათასი კვადრატული კილომეტრი;

მოსახლეობა - 6.1 მილიონი ადამიანი;

დედაქალაქი - სან - სალვადორი;

ოფიციალური ენა - ესპანური;

ვალუტა - 2001 წლამდე სალვადორული კოლონი, 2001 წლიდან - ამერიკული დოლარი;

პოლიტიკური მოწყობა - უნიტარული სახელმწიფო, რესპუბლიკა;

ქვეყნის მეთაური - პრეზიდენტი;

ადმინისტრაციული დაყოფა - 14 დეპარტამენტი (დეპარტამენტი - ადმინისტრაციული ერთეული);

ელ-სალვადორის რესპუბლიკის ეროვნული დროშა


image


ელ-სალვადორის ეროვნული გერბი



image


ელ-სალვადორის ეროვნული ჰიმნი

2.ისტორია


ელ-სალვადორის რესპუბლიკა რუკაზე

image


ძვ. წ.-ით I-VII საუკუნეებში ტანამედროვე ელ სალვადორის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ მაიას ტომები. მოგვიანებით აქ ჩამოყალიბდა პიპილების შერეული კულტურა, რომელთაც დაარსეს კუსკატლანის სახელმწიფო.

1524 წელს პიპილების სახელმწიფო დაიპყრეს ესპანელებმა, 1515 წელს დაარსეს ქალაქი სან-სალვადორი.

1560-1821 წლებში თანამედროვე ელ-სალვადორის ტერიტორია შედიოდა გვატემალას, 1823 წლიდან კი მექსიკის იმპერიის დაშლის შედეგად ცენტრალური ამერიკის ბაზაზე ჩამოყალიბებული ფედერალური სახელმწიფოს შემადგენლობაში.

1839 წლიდან ელ-სალვადორის წარმოადგენს დამოუკიდებელ რესპუბლიკას.

3.პოლიტიკა

პოლიტიკური მოწყობის მხრივ, ელ-სალვადორის რესპუბლიკა უნიტარული სახელმწიფოა. 2018 წლის დემოკრატიულობის ინდექსის მიხედვით, სალვადორს მიანიჭეს ჰიბრიდული, ანუ შერეული რეჟიმის კლასიფიკაცია. რესპუბლიკისა და ქვეყნის მეთაურია პრეზიდენტი. ქვეყანა იყოფა 14 დეპარტამენტად.

2019 წლიდან ელ-სალვადორის რესპუბლიკის პრეზიდენტია ნაიბ ბუკელე.

4.კულტურა

სალვადორელები ამაყობენ საკუთარი წარსულით და თავს მოაიზრებენ საერთო ლათინოამერიკული კულტურის განუყოფელ ნაწილად.

ეროვნული ენაა ესპანური, თუმცა იგი გაჯერებულია ინდიელთა დიალექტებით.


ესპანური ენის სალვადორული, ადგილობრივი დიალექტია "სალისი".

მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკეა. სალვადორის ადგილობრივ მოსახლეობაში ჯერ კიდევ შემორჩენილია უძველესი ანიმისტური რწმენის ელემენტები.

5.საინტერესო ფაქტები

კულტურული და რელიგიური ტრადიციების გავლენით ელ-სალვადორში:

უხამს ჟესტად მიიჩნევა თითით ვინმეზე, ან რამეზე ჩვენება;

უცხო ადამიანებს შორის კომუნიკაციისას სახელები გამოიყენება მხოლოდ მფლობელის ნებართვის შემთხვევაში; ხშირია მიმართვა სოციალური სტატუსის, ან მდგომარეობის მიხედვით. მაგალითად: "დონ მოსამართლე", ან გვარის დამატებით: "ადვოკატო მარკოს".

სახელის წინ თავაზიანობისათვის ხშირად გამოიყენება სენიორ, ან სენიორა, სალვადორულად "სეკორ" და "სეკორა".

ელ-სალვადორში შეხვედრისას ერთმანეთს ხელს ართმევენ, ხოლო ახლო ნაცნობები ლოყაზე მსუბუქად კოცნიან და თავაზიანად უსურვებენ ერთმანეთს "ბუენას დიას" (სასიამოვნო დღე), "ბუენას ტარდეს" (საღამო მშვიდობისა), "ბუენას ნოჩეს" (ღამე მშვიდობისა).

ახლობლები, კარგი ნაცნობები ერთმანეთს ესალმებიან მარტივი სიტყვით "ჰოლა".

6. ელ-სალვადორის რესპუბლიკის ეროვნული ფრინველი

ელ-სალავადორის რესპუბლიკის ეროვნული ფრინველია ტოროგოსი.

ტოროგოსი (EUMOMOTA SUPERCILIOSA)

image

ტოროგოსი, რომელიც განეკუთვნება მომოტოვების ოჯახს, 1999 წლის 21 ოქტომბერს გამოაცხადა სალვადორის რესპუბლიკის ეროვნულ ფრინველად.

7.ელ-სალვადორის ღირშესანიშნაობები


ელ-როსარიოს ეკლესია

image

ილოპანგოს ტბა

image

გუიჯას ტბა

image

კოატეპეკის ტბა

image

ლოს კაბანოსის პლიაჟი

image

ფონსეკას ყურე

image

ვულკანი სანტა-ანა

image

ვულკანი სან - მიგელი

image

ტასუმალი - მაიას უდიდესი ქალაქის ნანგრევები

image

ჩიუატანი - მაიას მსხვილი არქეოლოგიური კომპლექსი,

ძველი ქალაქი

image

დედაქალაქი სან-სალვადორი

image

ქალაქი სუჩიტოტო

image

ქალაქი სანტა ანა

image

ელ-იმპოსიბლის ეროვნული პარკი

image

ელ-ბოკერონის პარკი

image

0
249
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0