პოლიტიკა "შენ გაგიშვებ და სხვებიც გაიქცევიან, დავრჩებით მე და კოსიგინი" - 75 წლის წინ სტალინმა უცხოელებთან ქორწილი აკრძალა 2022, 15 თებერვალი, 10:40
75 წლის წინ 1947 წლის 15 თებერვალს გამოიცა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება "სსრკ მოქალაქეებსა და უცხოელებს შორის ქორწინების აკრძალვის შესახებ".
ოფიციალური ვერსიით, აკრძალვა საბჭოთა ქალების დასაცავად შემოიღეს. დოკუმენტში ნათქვამია იყო, რომ „ქალები, რომლებიც დაქორწინდნენ უცხოელებზე და აღმოჩნდნენ საზღვარგარეთ, თავს ცუდად გრძნობენ უჩვეულო პირობებში და დისკრიმინირებული არიან“. ფაქტობრივად, დიდი სამამულო ომის შემდეგ ქვეყანას ემუქრებოდა დემოგრაფიული კრიზისი და საბჭოთა ხელმძღვანელობა ვერ დაუშვებდა მოწიფული ასაკის ქალების მასობრივი გადინებას ქვეყნიდან. განადგურებულ მრეწველობას და სოფლის მეურნეობას აღდგენა სჭირდებოდა და ამისთვის დიდი ადამიანური რესურსები იყო საჭირო. დადგენილება კრძალავდა არა მარტო უცხოელებთან ქორწინებას, არამედ ადრე დადებული ქორწინებების ბათილად ცნობასაც. ოჯახის შექმნა ან თუნდაც რომანი სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან გაიგივებული იყო „ანტისაბჭოთა აგიტაციასთან“ და ისჯებოდა საკმაოდ ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთით. აკრძალვამ გავლენა მოახდინა მილიონობით ადამიანის ბედზე უცხოელებთან კომუნიკაციისთვის, მნიშვნელობა არ ჰქონდა რიგითი, თუ ცნობადი ვარსკვლავი იქნებოდა, როგორც "მოღალატეებს" აგზავნიდნენ ციხეებში და ბანაკებში. მაგალითად, მსახიობ ზოია ფედოროვას(ქვემოთ ფოტოზე) 25 წელი ბანაკი მიუსაჯეს ამერიკელ დიპლომატ ჯექსონ ტეიტთან ურთიერთობისთვის, რომელიც მოგვიანებით პატიმრობით შეიცვალა. კიდევ ერთი მსახიობმა, ტატიანა ოკუნევსკაიამ, ექვსი წელი გაატარა პოლიტპატიმრების ბანაკში. მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ბრძანებულება გაუქმდა, რეპრესიები საბჭოთა მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებთან უცხოელებთან ურთიერთობა ჰქონდათ წლების განმავლობაში გრძელდებოდა. 1957 წელს, მოსკოვში ჩატარდა ახალგაზრდებისა და სტუდენტების VI საერთაშორისო ფესტივალი, რომელზეც მსოფლიოს 131 ქვეყნიდან 35 ათასზე მეტი ახალ ჩამოვიდა. ცხადია, ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცვნეს და... სწორედ ამ პერიოდში დაიბადნენ "ფესტივალის შვილები";მუქკანიანი ბავშვების დედები თითით საჩვენებელი გახდნენ საზოგადოებაში და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მიიჩნეოდენ. საბოლოოდ მათი დევნა ოფიციალურად მხოლოდ ბრეჟნევის დროს შეწყდა, როდესაც 1969 წელს მიიღეს ქორწინებისა და ოჯახის ახალი კოდექსი, საბჭოთა მოქალაქეებს უფლებას ეძლეოდათ დაქორწინებულიყვნენ უცხოელებზე. თუმცა, ამის გაკეთება ძალიან, ძალიან რთული იყო. საჭირო იყო უზარმაზარი რაოდენობის საბუთების შეგროვება და „სააგიტაციო“ საუბრები კგბ-ს ოფიცრებთან და სხვა ათეულობით ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გადალახვა, თან საერთაშორისო ქორწინებები იდებოდა მხოლოდ დიდ ქალაქებში და მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ რეესტრის ოფისებში.ასე, რომ ფაქტობრივად კანონი ფორმალურ ხასიათს ატარებდა. არა თუ რიგითი ადამიანებს, თავად ბრეჟნევის ძმისშვილმა ლუბამ, რომელიც ლეონიდ ილიჩს ძალზე უყვარდა ვერ შეძლო საყვარელ მამაკაცზე გათხოვება. ლუბა ბრეჟნევას შეუყვარდა პოლკოვნიკი, სახელად ჰელმუტი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან, გოგონა თხოვნით მივიდა ბიძასთან, უფლება მიეცა გათხოვილიყო უცხოელზე და გაყოლოდა გერმანიაში, რაზეც ბრეჟნევმა უპასუხა: "შენ გაგიშვებ და სხვებიც გაიქცევიან, დავრჩებით მე და კოსიგინი..კოსიგინიც პირველსავე შემთხვევაში "აითესება"(Тебя отпущу, и другие побегут. И останусь я один с Косыгиным. Да и Косыгин по возможности свалит)... (ლუბა ბრეჟნევას მემუარებიდან) ფოტოზე:ლუბა ბრეჟნევა უცხოელებთან ქორწინებაზე ყველა შეზღუდვა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიხსნა. 614 3-ს მოსწონს
|