x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"მეკითხებოდნენ, ისეთიაო, ეს "საიდუმლო" ახლობლებმა კარგად იციან" - რას წერს მაია ნიკოლეიშვილი

image


დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი გუშინ, საქართველოში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და იმ წინათგრძნობის შესახებ საუბრობს, რომელიც მას უკვე წლებია ყოველი მიწისძვრის დროს დაუძლეველი ძილიანობის ეფექტით აქვს გამოხატული. ნიკოლეიშვილის თქმით, მას რამდენიმე დღის წინ სიზმარში სწორედ გუშინდელი მიწისძვრა ესიზმრა:


"წლებია, მიწისძვრის წინ, რამდენიმე საათით ადრე, დაუძლეველი ძილიანობა მემართებოდა, რომ იტყვიან, „გათიშვამდე“, ჩემები მეკითხებოდნენ კიდეც, ისეთიაო, ანუ მიწისძვრისო? თუ „ისეთი“ იყო, აუცილებლად ხდებოდა მიწისძვრა. ეს „საიდუმლო“ ახლობლებმა კარგად იციან. ეს წლები გრძელდებოდა.


დღევანდელი მიწისძვრის “პროგნოზი” არ მქონდა და ანას ვუთხარი, გულისწყვეტით; ხედავ, თურმე მიწისძვრას ვეღარ ვგრძნობ-მეთქი.


ახლა გამახსენდა, ზუსტად გუშინწინ მიწისძვრა მესიზმრა, აქ, ამ ადგილას, ვაკეში, სადაც ადრე ჩემი მშობლების სახლი იდგა, ახლა კი კორპუსში ვართ; გამოვრბოდით და ანას ბავშვი ეჭირა, ჭერი დამსკდარიყო. მეუღლე კორიდორში ვითომ პალტოებს დასწვდა, გარეთ ციოდა. გუშინ სიზმარი ვუამბე ჩემებს, ერთი კი მიკვირდა, ტყუპებიდან ანას ერთი რატომ ეჭირა-მეთქი.


ამ საღამოს, რომ დაკრა მიწისძვრამ, ბავშვების ოთახში შევცვივდით, ანამ ორივე აიყვანა ხელში და მოდი, სვეტთან დადექი-მეთქი, ვუყვირე. ჭაღი წკარუნს აგრძელებდა.
და მე ვთქვი, რომ მიწისძვრას ვეღარ ვგრძნობ წინასწარ?


ერთი დღით ადრე მიწისძვრა, ზუსტი ადგილი, სეზონი, მე და ანა, ყველაფერი სიზმარში ლამის ფილმივით ვნახე და ახლა ორივე ბავშვი რომ უცებ აიტაცა ეგ ვეღარ დავიმახსოვრე, ეტყობა!
მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. დაგვიფარავს უფალი!", – წერს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22:25 საათზე საქართველოში 6, 2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგები როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებშიც იგრძნობოდა. მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.



0
850
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
850