x
image
თუთიკო ბერძენა
სერაფიმე საროველი თუ ბერი გაბრიელი?
ახალგაზრდები, რომელთაც ტაძარში მამა გაბრიელის ხატის წინ უნდოდათ აენთოთ სანთელი, ვერ მიხვდნენ, რომ იმყოფებოდნენ სერაფიმე საროველის ხატის წინაშე (მიამსგავსეს ეს ორი წმინდანი ერთმანეთს).

image

როდესაც მღვდელმა აუხსნა, რომ მამა გაბრიელის ხატი მოპირდაპირე კედელზე იყო, ხოლო ეს იყო უდიდესი რუსი წმინდანი, ერთ–ერთი გაოგნდა და იკითხა: რუსი? მართლმადიდებელი?

ბავშვს გაუკვირდა, თუ რატომ ეკიდა ეკლესიაში რუსის ხატი!


ეროვნული ტრაგედიაა განათლების, შეგნებისა და რწმენის მკვეთრი დეფიციტი. თუმცა ვისი დანაშაულია ეს?

ახლანდელ თაობას მართლმადიდებელ რუსეთთან აღარაფერი აკავშირებს, იგი რუსეთში მხოლოდ აგრესორს, პროვოკატორს, მისი სამშობლოს მიმტაცებელს, დაბალი კულტურის ერს ხედავს (და ასეცაა სამწუხაროდ!)

მაგრამ არსებობს მარადიული ზოგადქრისტიანული ფასეულობები, რომლებიც საერთოა. ხელშეუხებია. მათზე სხვაგვარად გაფიქრებაც კი მკრეხელობაა.

ბერი გაბრიელი განა რუსისთვის არაა წმინდანი? მაგრამ ვიცით, რომ ამის გააზრება სხვა სფეროა, სხვა განზომილებას მოითხოვს...

დღეს საქართველოში ფიოდორ დოსტოევსკის ბუმია. არნახული სისწრაფით ითარგმნება ამ გენიოსი რუსის თითქმის ყველა ნაწარმოები (რაც მისასალმებელია). ქართველებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს სიგიჟემდე უყვართ დოსტოევსკის – ამ ეპილეპტიური კონვულსიებითა და აპოკალიპტური ზმანებებით გათანგული რუსი მოაზროვნის ციტატების მოტანა. არ უყვართ ბოროტი რუსეთი, მაგრამ უყვართ "კეთილი, მესიანური" დოსტოევსკი.

ისე სასურველია, ყველა ახალგაზრდამ იცოდეს, რომ ეს მწერალი სულით – ხორცამდე რუსია, რუსული სულის და რუსი ადამიანის მსოფლიო– ისტორიული დანიშნულების უდიდესი აპოლოგეტი, უფრო მეტადაც ვიდრე პუშკინი, ტურგენევი, ჩეხოვი, ბულგაკოვი და თვით ტოლსტოიც კი (რომელიც, საოცარია და მის თანამედროვე დოსტოევსკის ერთხელაც არ შეხვედრია ცხოვრებაში).

140 მილიონიან რუსეთთან არავინ და არაფერი ასოცირდება ისე, როგორც დოსტოევსკი. სწორედ მან განაცხადა, რომ რუსეთს ღმერთმა დააკისრა უდიდესი ზოგადსაკაცობრიო წმიდა მისია (დღეს კარგად ვხედავთ, რა მისიაცა აქვს მართლმადიდებელ რუსეთს დაკისრებული).
ასე რომ, საფიქრალი ბევრია, იმდენია, რომ ათწლეულები გვეყოფა კიდევ.. თუ რა თქმა უნდა მშვიდობა იქნა.

5
389
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
389
  
2022, 15 თებერვალი, 2:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თუთიკო ბერძენა-ის კომენტარზე
2022, 15 თებერვალი, 0:10
გეთანხმებით
2022, 14 თებერვალი, 12:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 თებერვალი, 9:50
თუ ადამიანის გაოცებას იწვევს ის ფაქტი,რომ რუსის ხატი არ უნდა იყოს ქართულ ეკლესიაში,მაშინ ეს ნათელი მაგალითია,რომ შეგნების დონემდე დავიდა რუსის მტრობა. ესეც მოსალოცი ამბავია და ძალიან კარგია. სერაფიმეც მტერია,დოსტოევსკიც და პუტინიც. ძნელია ამის გაგება,როცა სკოლიდან იწყება ადამიანთა ტვინის გამოლაყება და ბევრს არც ესმის,მოვა დრო და გაიგებენ ალბათ. პეტრე I მოყოლებული რუსეთი ჩდილობს ჩვენს ჩაყლაპვას და იქედან მოყოლებული აქვთ ჩვენთან მტრობა. პეტრე იყო მარტო მჩვენი მტერი? არა,მთელი რუსეთი ჩვენი მტერია. ყველაფერი აღქმიდან გამომდინარეობს და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ჩემმა კლასელმა ერთხელ კითხა მასწავლებელს,ვარქსენს მოღალატეს ვეძახით და თუ ეგრეა ეს,მაშინ აბო რატო არ იყო იგივეო. ხოდა იმ ჩემს კლასელს საშემოდგომო გამოაყოლეს და ძლივს დაამთავრა სკოლა,ეს როგორ იკადრეო. როცა კრიტიკული კითხვა დასვა და ვერ გაეგო,რატომ იყო ორი მოღალატის სხვადასხვაგვარი აღქმა. ასეა დღესაც,თუ ქართველი გადავიდა რუსების მხარეს ან თუნდაც კონცერტის ჩასატარებლად,მას მოღალატედ ვრაცხავთ,ხოლო რუსმა თუ იგივე ქნა,ზარზეიმით ვხდებით. სინამდვილეში ორივე მოღალატეა,ხოლო როცა რუსი ღალატობს თავის ქვეყანას,ეს ჩვენ გვაწყობს,რაც კარგია ჩვენთვის,მაგრამ არ უნდა გააღმერთო ის რუსი,რადგან ადამიანი როცა თავის მოდგმას უღალატებს,ის დაღუპულია და შენც გიღალატებს. გინდ სწორ საწწმუნეობაზე და ათას რამეზე ისაუბრეთ,მოღალატე მოღალატეა. სხვა საკითხია,ვინ დაასკვნა რა არის სწორი და არასწორი,როცა ყველას თავისი ტრადიციებით ზრდიან და იმის სჯერა,რა გარემოშიც გაიზარდა. აქედან დასკვნა,ჩემი კლასელი მართალი იყო,მარა სისტემამ დაჩაგრა და ძალისმიერი მეთოდით გადაიყვანა თავის აზრზე.

მკრეხელობაზე იყო საუბარი,ხოდა ამ ამბავის აქ "გამოჭენება" უკვე საღვთო სიტყვის უარყოფა და რაღაც პონტში მკრეხელობთ. ვიღაც არ სწავლობს,ვიღაცამ არ იცის,ვიღაცა ჩამორჩენილია და ა.შ. ეს უკვე განკითხვა სხვა ადამიანის. არადა განკითხვა,კრიტიკა კარგია განვითარებისთვის. ხო მართლა,მოდი ვიმკრეხელებ მეც,ილია მეორე არის რუსის აგენტი და ქვეყნის მტერი,ასევე ბიუჯეტის მჭამელი,როგორც ბევრი ბიუროკრატი. თუ ამბობთ,რომ ღარიბაშვილმა შეახრამუნა ბიუჯეტის ფული,მაშინ ილიაც ახრამუნებს უკვე დიდ
2022, 14 თებერვალი, 9:28
"ეროვნული ტრაგედიაა განათლების, შეგნებისა და რწმენის მკვეთრი დეფიციტი." ტრაგედია არ არის ამ სამის დეფიციტი,სხვაზე ზემოდან ყურება არის ტრაგედია. თუ ვიღაცამ სერფიმე და გაბრიელი ვერ გაარჩია არ არის უცნაური და დამღუპველი,აუხსნი და გაიგებს,სხვა დროს აღარ შეეშლება. პრობლემა ის არის უფრო რო ადამიანები გვყავს ხატად ქცეული და ეთაყვანებიან ზოგიერთები,ზოგი წმინდანადაც შევრაცხეთ და აგერ ილია მეორეს ცოცხალ წინდანადაც მოიხსენიებენ. ეს ყველაფერი ადამიანის გამოთაყვანებას ემსახურება და თუ ამის დეფიციტია,მაშინ ტრაგედია კი არა,სასიხარულოდ გვქონია საქმე.

განათლებას რას ვეძახით ეს უნდა ითქვას და ამის მიხედვით უნდა ვისაუბროთ მის დეფიციტზე თუ სიჭარბეზე. ათობით წიგნის წაკითხვა არ არის ინტელექტი,ინტელექტი სხვა რამეა. მიღებული ინფორმაციის სწორად გამოყენება და სწორი დასკვნების გამოტანა. ლევან ბერძენიშვილი ერთერთ ყველაზე წიგნიერ პიროვნებად არის მიჩნეული ჩვენს ქვეყანაში,ბევრი აქვს წაკითხული და ბევრსაც წაიკითხავს,მაგრამ მიღებული ცოდნის არასწორი გაოყენების ნათელი მაგალითია. დარწმუნებული ვარ,რომ მიშა სააკაშვილსაც ბევრი აქვს წაკითხული,მათ შორის ბევრი ჰუმანიზმზე,მაგრამ ადამიანების წამების და მოკვლის თანაავტორია. არიან თუ არა ინტელექტუალები ეს ორინი,ჩემი აზრით არა. თუნდაც წვერიანები ავიღოთ,წმინდა საღვთო მცნებები იწყება ღმერთის მოწოდებით,რომ არ უნდა გვყვავდეს არავინ სათაყვანებელი მის გარდა და დედამიწის ზურგზე რამდენი წვერიან ასრულებს ამას? აკი ვთქვი,ადამიანები წმინდანებად ყავთ შერაცხულითქო
0 1 5