x
მეტი
  • 04.10.2022
  • სტატია:122774
  • ვიდეო:355142
  • სურათი:495034
ჩაგვრა ქართველობის გამო და ქეთა თოფურიას მაჭანკლობა - მირანდა შელია
image

ბავშვობა


მირანდა შელია დაიბადა 1992 წლის 20 სექტემბერს დონის როსტოვში, დედის ავადმყოფობის გამო, რომელსაც მძიმე მშობიარობა ჰქონდა და თავიდან სიარულიც კი არ შეეძლო, გოგონას ერთ წლამდე ბებია ზრდიდა. როდესაც დედა გამოჯანმრთელდა, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მოგვიანებით მოდელმა აღიარა, რომ შეუყვარდა რუსეთის დედაქალაქი, მაგრამ ზამთრის პერიოდში საზღვარგარეთ ყოფნას ამჯობინებს.


მირანდა დედისერთა იყო და ამასთან ეგოისტიც, ერთხელაც ატირდა კიდეც, როდესაც დედამ ხუმრობით უთხრა, რომ მალე დედმამიშვილი ეყოლებოდა. მხოლოდ წლების შემდეგ მიხვდა გოგონა, რომ კარგი იქნებოდა და-ძმა რომ ჰყოლოდა, ისინი მირანდამ ბიძაშვილებთან ურთიერთობით შეავსო.


image



სკოლის წლებში შელიას ეთნიკურობის გამო თანაკლასელებთან კონფლიქტში იყო.მას არასოდეს ეუხერულებოდა რომ ქართველია და ამაყობდა კიდეც ამით. მაგრამ თანატოლები არ იზიარებდნენ მირანდას აზრს, დასცინოდნენ და აბრაზებდნენ.

image

გოგონას შეეძლო თავის დაცვა და ყოველთვის საკადრისად პასუხობდა მოძალადეებს, თუმცა სახლში მისული ბევრს ტიროდა.ამის გამო სკოლის წლები მისთვის რთულ პერიოდად აღიქმება.



სამოდელო ბიზნესი


სილამაზე და მოდა ვარსკვლავს ადრეულ ბავშვობაში აინტერესებდა. მაკიაჟის გაკეთება მან პირველად 6 წლის ასაკში გადაწყვიტა, როცა სახლში ბებიასთან ერთად დარჩა. გოგონამ სარკესთან პალიტრა იპოვა და სახეზე კოსმეტიკის წასმა დაიწყო, რამაც მშობლები გაამხიარულა. მოგვიანებით მათ ქალიშვილს საბავშვო კოსმეტიკური ნაკრები უყიდეს.


მალევე როგორც ფოტომოდელი, ცნობილი სახე გახდა ვიწრო წრეებში. მირანდას პიროვნებით ბევრი დაინტერესდა ირინა შეიკთან მსგავსების გამო, რასაც გოგონა ოსტატურად აკეთებდა მაკიაჟის დახმარებით . ზოგადად ფოტოებში ისინი იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ პრაქტიკულად მათი განსვავება შეუძლებელი იყო.

image


მაგრამ, კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი საყვარლისგან განსხვავებით, ქართველ გოგონას უყვარს ექსპერიმენტები თმაზე, ადვილად იცვლის მათ ფერს თეთრიდან წაბლისფერამდე.


image



შესანიშნავი გარეგნობის გამო, მირანდა რეგულარულად თანამშრონლობს კოსმეტიკისა და ტანსაცმლის ბრენდების წარმომადგენლებთან. წარსულში ის იყო გამოსახული ისეთ ჟურნალების გარეკანებზე, როგორიცაა City Magazine და Avantage. მოდელმა ასევე მოახერხა საკუთარი კოლექციების შექმნაც.

image


ცნობილი ლამაზმანი ინსტაგრამის მომხმარებლებმაც დააფასეს, რომლებსაც ის რეგულარულად ახარებს ახალი ფოტოებით. მირანდა აღიარებს, რომ სოციალური ქსელების მძევლად იქცა. ყოველდღე, გაღვიძებისთანავე, პირველი, რასაც გოგონა ნახულობს, არის მისი ტელეფონი. ქართველი ლამაზმანი თავის პირად ბლოგში საუბრობს ცხოვრებაზე, მოდაზე და სილამაზის შენარჩუნებაზე რჩევებს აზიარებს.


პირადი ცხოვრება



ურთიერთობაში ვარსკვლავი აფასებს ერთგულებას და თვლის, რომ ვერასოდეს აპატიებს ღალატს. იგი აღწერს თავის იდეალურ რჩეულს, როგორც კეთილ, მამაცს, პატიოსანს და შეძლებეულს. მას უნდა შეეძლოს რეალური ქმედებები და პასუხისმგებელი უნდა იყო საკუთარ სიტყვებზე.



წარსულში მირანდას უკვე მოუწია პირად ცხოვრებაში გამოცდათან გამკლავება. იგი პირველად 20 წლის ასაკში გათხოვდა, მაგრამ ურთიერთობა ხანმოკლე იყო. ლამაზმანი საიდუმლოდ ინახავს ყოფილ ქმართან განშორების მიზეზებს და ნანობს ადრეულ ქორწინებას, ამ გადაწყვეტილებას ახალგაზრდობის შეცდომებით ხსნის. ვარსკვლავის თქმით, გაყრის შემდგომი პერიოდი მისთვის რთული იყო. ვინაიდან ქართველებში განქორწინება არც თუ მიღებულია, ის წუხდა, რომ მშობლებს აწყენინა და ეშინოდა მათთან ამ თემაზე საუბარი. შედეგად შელია დეპრესიაში ჩავარდა, წონაში დაიკლო და დარწმუნებული იყო, რომ მისი ცხოვრება დასრულდა.


image

მაგრამ ლამაზმანს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარა მისი ახლო მეგობარი, თანამემამულე ქეთა თოფურია, რომელიც ამ მძიმე პერიოდში გვერდში დაუდგა . მან მირანდას გააცნო ფეხბურთელი ფედორ სმოლოვი, რომელთანაც რომანი გააბა. საზოგადოებამ მათი ურთიერთობის შესახებ 2015 წლის ოქტომბერში გაიგო, როდესაც სპორტსმენის ნაცნობმა ინტერნეტში ბედნიერი წყვილის ფოტო გამოაქვეყნა. ექვსი თვით ადრე, ფედორი დაშორდა მოდელს და ტელეწამყვან ვიქტორია ლოპირევას, რომელმაც განაცხადა, რომ ქმარმა მიატოვა, რადგან ახალი ქალი გაიჩინა. მას შემდეგ რაც წყვილი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში, შელიას პოპულარობა გაიზარდა. 2016 წლის ზაფხულში იგი ცნობილ ბოიფრენდს ახლდა საფრანგეთში გამართულ ევროტურნირზე და პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. მედია მისი ყოველი ნაბიჯის დეტალებს აქვეყნებდა და გოგონას დიდი რაოდენობით ფულის ფლანგვაში ადანაშაულებდნენ.

image

მას შემდეგ, რაც რუსეთის ნაკრები შეჯიბრს გამოეთიშა, გულშემატკივრებმა ფეხბურთელს კრიტიკით შეუტიეს, ამავდროულად საყვარლისადმი ნაჩუქარი ძვირადღირებული ნივთებიც შეახსენეს. ამ პერიოდში შელია მხარს უჭერდა სპორტსმენს, მაგრამ მალე მათი ურთიერთობა დასრულდა. როდესაც მირანდას ჰკითხეს რომანის დასასრულის შესახებ, მან აღნიშნა, რომ დაშორების ინიციატორი ფედორი იყო. ამის შემდეგ ყოფილმა შეყვარებულებმა ყველა ერთობლივი ფოტო წაშალეს და უთანხმოების მიზეზებზე ლაპარაკზეც უარი თქვეს.


2021 წლის მაისში მირანდამ გამოაცხადა, რომ დაქორწინდა გრიგორი მამურინზე, სკანდალურ ბლოგერზე და მილიარდერ იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილზე.ქორწილს მხოლოდ უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ქეთა თოფურია.ეს სიახლე თაყვანისმცემლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მოდელს მანამდე არ გაუზიარებია მათ მომავალ ქმართან ურთიერთობის დეტალები.

image

მაგრამ მიუხედავად ამისა, მირანდას თაყვანისმცემლებმა მიულოცეს გათხოვება და ბედნიერი ოჯახური ცხოვრება უსურვეს.


image

0
365
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0