x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
წიწიბურას კოტლეტი (2 რეცეპტი)

გემრიელი კოტლეტი, აუცილებელი არ არის, რომ ხორცის იყოს! კოტლეტის მომზადება თევზით, ბოსტნეულით და კარტოფილითაც შეიძლება. თუმცა აქ, უგემრიელესი კოტლეტის 2 რეცეპტს გთავაზობთ, რომლის მთავარი ინგრედიენტი წიწიბურა არის.


image


წიწიბურის კოტლეტი ბოსტნეულით


ინგრედიენტები:


წიწიბურა – 300 გრ.
ხახვი – 100 გრ. (1 სალი)
სტაფილო – 100 გრ. (1 ცალი)
კვერცხი – 3 ცალი
არაჟანი – 3 ს. კ.
ნიორო – 2 კბილი
საფანელი – ამოსავლებად
ზეთი – 60 მლ.
დაფქული წითელი წიწაკა – 0, 25 ჩ. კ.
დაფქული კორიანტელი – 0, 25 ჩ. კ.
მარილი – გემოვნებით
პილპილი – 0, 25 ჩ. კ.
ოხრახუში – გასაფორმებლად


მომზადება:


I. წიწიბურა გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით 500 მლ. ცივი წყალი, დაუმატეთ მარილი (0, 25 ჩ. კ.) > დადგით მოსახარშად, ადუღების შემდეგ, მინიმუმამდე დაუწიეთ ცეცხლს, დაახურეთ ქვაბს სახურავი და ხარშეთ 15-20 წთ. (ვიდრე წყალი მთლიანად არ დააშრება).

II. გამზადებული ფაფა გადაიტანეთ ღრმა თასში, გასაგრილებლად.

III. დაჭერით ხახვი წვრილად > სტაფილო წვრილ სახეხზე გახეხეთ.

IV. ტაფაში ჩაასხით 30 მლ. ზეთი, როდესაც გაცხელდება, ხახვი მოთუშეთ მაღალ ცეცხლზე, 2-3 წთ. ვიდრე არ დარბილდება.

V. დაუმატეთ სტაფილო და ცეცხლზე კიდევ 3-4 წთ. გააჩერეთ.

VI. გაციებულ ფაფას დაუმატეთ 3 პატარა ან 2 დიდი კვერცხი და დააბლენდერეთ, ან ხელით აურიეთ და ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეღ.

VII. წვრილად დაჭერით ნიორი ან პრესში გაატარეთ > წიწიბურას დაამატეთ ნიორი, ბოსტნეული, არაჟანი, მწიკვი მარილი, წიწაკა, პილპილი და კორიანტელი.

VIII. შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი > დაისველეთ ხელები > გაყავით ფარში თანაბარ გუნდებად > მიეცით კოტლეტის ფორმა > ამოავლეთ საფანელში და შეწვით გახურებულ ტაფაზე, 30 მლ. ზეთთან ერთად, საშუალო ცეცხლზე, თითოეული გვერდი 3–4 წუთის მანძილზე.

IX. გამზადებული კოტლეტი სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს.

X. სუფრაზე მიტანის წინ, ოხრახუშით გააფორმეთ.


წიწიბურის კოტლეტი ყველით


ინგრედიენტები:


წიწიბურა – 80 გრ.
ყველი – 100 გრ.
ხახვი – 1 ცალი (70 გრ.)
კვერცხი – 2 ცალი
მარილი – გემოვნებით
პილპილი – გემოვნებით
კარაქი ან ზეთი (შესაწვავად) – 50 გრ.
ზეთი (შესაწვავად) – 3 ს. კ.

საფანელი ან ფქვილი – ამოსავლებად



მომზადება:


I. წიწიბურა გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით 160 მლ. ცივი წყალი (წიწიბურის და წყლის პროპორცია 1:2–თან უნდა იყოს) > დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე > დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე და ხარშეთ 20 წთ-ის მანძილზე, ვიდრე წყალი სრულად არ დააშრება. პერიოდულად ურიეთ.

II. გამზადებული ფაფა გადაიტანეთ ღრმა თასში გასაგრილებლად.

III. დაჭერით ხახვი პატარა კუბიკებად.

IV. ტაფაში გაადნეთ კარაქი > მოათავსეთ მასში დაჭრილი ხახვი და მოთუშეთ საშუალო ცეცხლზე, 3 წთ-ის მანძილზე, თან, პერიოდულად, ურიეთ.

V. გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე.

VI. ყველი და ხახვი დაამატეთ უკვე გაციებულ წიწიბურას > დაამატეთ კვერცხი, მარილი და პილპილი > ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს.

VII. დაისველეთ ხელები > ფარში გაყავით თანაბარ გუნდებად > მიეცით კოტლეტის ფორმა > ამოავლეთ საფანელში და შეწვით გახურებულ ტაფაზე, ზეთთან ერთად, საშუალო ცეცხლზე, თითოეული გვერდი 4–5 წუთის მანძილზე.

VIII. გამზადებული კოტლეტი სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს.




image


imageimageimageimage




0
388
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0