x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
5 ულამაზესი ფრანგული სოფელი
image

წიგნში "საფრანგეთის ულამაზესი სოფლები" აღწერილია საუკეთესო სოფლები. იგი შედგენილია ასოციაციის მიერ, რომელიც მიმართულია სოფლის ტიპის დასახლებების შენარჩუნებაზე, სახელწოდებით Les Plus Beaux Villages de France და მოიცავს 160 ულამაზესი სოფლის მარშრუტებს, რუკებს და არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს.


image

წლევანდელი განახლებული გამოცემაში მიმატებულია ხუთი ახალი სოფელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ზაფხულს მსურველს შეუძლია მოინახულოს ეს სოფლები და ინავარდოს ვენახებში და ლავანდებით აბიბინებულ მინდვრებში




Chatillon-en-Diois-საუკუნეების წინ, ეს "მშვიდი, წყნარი სოფელი" სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, გლანდასის მთის ძირში, კლდეზე აშენებული უბრალო ფეოდალური ციხე იყო, წიგნში განმარტებულია, რომ იქიდან "ახლა ცოტა რამ დარჩა".

image

"საუკუნეების განმავლობაში, სოფელი თანდათან გაერთიანდა თავისი პირველი ღირსშესანიშნაობის, Eglise Saint-Nicolas-ის გარშემო, რომელიც აშენდა დაახლოებით 1200 წელს ადგილობრივი ბრეშეს მარმარილოსა და გლანდასის კირქვისგან."

image

დღეს Châtillon-en-Diois გარშემორტყმულია საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ვენახით და "უხვი მზით გამთბარი მიწა არის შესაფერისი ვაზის გასაშენებლად".

სოფელი ცნობილია თავისი ღვინოებით Clairette de Die-თი და AOC -ის ცქრიალა ღვინოთი.

image

"სოფელში გავრცელებულია 150-ზე მეტი მცენარის სახეობა, რის გამოც Chatillon-en-Diois ასევე იზიდავს მცენარეების მოყვარულებს."


სოფლის ტური მოიცავს ძველ ტრადიციულ ფესტივალს, რომელიც იმართება ივლისის მეორე შაბათ-კვირას და ადგილობრივი ხელოვნებისა და ღვინის ფესტივალს Festival Arts et de la Vigne-ს აგვისტოში. სოფელში სტუმრებისთვის ფუნქციონიტრებს ორი სასტუმრო და სამი სასტუმრო სახლი, ხუთი რესტორნით.

image



Polignac-ეს არის სოფელი სამხრეთ-ცენტრალურ საფრანგეთში, მოიხსენიება როგორც "მთის მეფეების ციხე-სიმაგრე" და აქვს წარმტაცი ისტორია და შესანიშნავი ხედები.

image

წიგნი ასე აღწერს „პუი-ენ-ველეის მახლობლად ბაზალტის ძირზე მდებარე, პოლინიაკის გრაფების ძლიერი ციხე-სიმაგრე და მეიგალისა და მესენცის მთებიდან ქვემოთ იშლება სოფლის პანორამული ხედი . ლეგენდის თანახმად, ამ ვულკანურ ბორცვზე იყო აპოლონის ტაძარი გალო-რომაულ ხანაში, რამაც იგი მაშინაც გახადა ცნობილი.


934 წლით დათარიღებულ ტექსტებში მოხსენიებულია საერო ციხე, რომელიც ემსახურებოდა ქალაქ პუი-ენ-ველეს დაცვას. მაგრამ მე-11 საუკუნეში სოფელი განვითარდა პოლინიაკის ოჯახის წყალობით. რეგიონში თავისი ძალაუფლების დასამყარებლად, ოჯახმა შექმნა შთამბეჭდავი თავდაცვითი სისტემა, ააშენა ციხე-სიმაგრე და გალავანი საისრე ჭრილებით და ექვსი გამაგრებული კარიბჭით, ხოლო თავად სოფელი ამ ციხის ძირში გაშენდა.

image

წიგნის ავტორების თქმით, პოლინიაკი „იზიდავს როგორც მემკვიდრეობის და ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს, ასევე მოყვარულ გეოლოგებს და ბუნების მოყვარულებს“.

image

ციხე გთავაზობთ ტურებს და საგანძურის მაძიებელთა მეგზურს ხუთიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

image



Cordes-sur-Ciel-სოფელი, რომელიც მდებარეობს მაღლობზე და გადაჰყურებს მდინარე სეროუს სამხრეთ საფრანგეთში, წიგნში აღწერილია როგორც "შუა საუკუნეების მომხიბვლელი სოფელი".

image

აშენებულია და ოფიციალურად გახსნილი 1222 წელს ტულუზის გრაფის, რაიმონდ VII-ის, მიერ, ის „თავდაპირველად შედგებოდა ადგილობრივი კირქვის კედლებისგან და ნაწილობრივ აშენებული მაცხოვრებლების მიერ“.

image

"დღეს მისი მემკვიდრეობა, მისი ვიწრო მოკირწყლული ქუჩები, მყარი კარიბჭე და სერუს ველის პანორამული ხედი მრავალ ხელოვანისთვის და ხელოსანისთვის არის შთაგონების წყარო.

image

სოფელშია ადგილობრივ ბაზარი, რომელიც ამაყობს მე-16 საუკუნის თუჯის ჯვრით, რომელიც შეტანილია ისტორიულ ძეგლთა სიაში, როგორც მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა.

image



Le Malzieu-Ville-ცნობილი როგორც "ველის მარგალიტი", Le Malzieu-Ville იყო შუა საუკუნეების ქალაქი სამხრეთ საფრანგეთში, ჟევოდანის ისტორიულ პროვინციაში.

image

ქალაქში აშენდა გალავანი, თავდაცვითი კოშკები, ციხესიმაგრეები და მონუმენტური კარიბჭეები - რათა დაეცვა იგი ასწლიანი ომის დროს და დაეტოვებინა ძალაუფლების შთაბეჭდილება„მაგრამ რამდენიმე საუკუნის შემდეგ ქალაქი რელიგიური ომებით გამოწვეული არეულობის წინაშე აღმოჩნდა. ჰუგენოტთა კაპიტანმა მათიე მერლემ ქალაქი აიღო 1573 წელს; მოჰყვა ხოცვა-ჟლეტა, დაპატიმრება, სიკვდილით დასჯა და ნგრევა.

image

დღეს უკვე სოფლად ქცეული დასახლება მნახველებს სთავაზობს ისტორიული ძეგლების ჯადოსნურ პეიზაჟებს.აქ არის მე-13 საუკუნის საათის კოშკი, Tour de l'Horloge და სხვა ღირშესანიშნაობები.

image
image

image



Tournon-d’Agenais-წიგნში ნათქვამია, რომ თავდაპირველად ეს იყო კელტური ციხე- ქალაქი, შემდეგ კი სამეფო ბასტიდა.

image

"აშენებული განტოტებულ ადგილზე, ორ ხეობას ლოტსა და გარონას შორის და რომელიც გადაჰყურებს ორივე ხეობას., სოფლის გალავანი, მაღალი, გახუნებული სახლები და კარგად მოვლილი ქუჩები დამახასიათებელია მე-12 საუკუნეში აშენებული "ახალი ქალაქებისთვის", - ნათქვამია წიგნში.

image

ნამდვილად აღფრთოვანდებით Maison de l'Abescat-ით, ავენის ეპისკოპოსის რეზიდენციით, რომელიც მე-17 საუკუნეში ჯერ ეკლესიად გადაკეთდა და ახლახან საკონცერტო მოედნად.

image

სოფელი, აგრძელებს ადგილობრივ ტრადიციებს და საკუთარი ისტორიის დაწერას.ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ღონისძიებებია ყვავილების ფესტივალი 1 მაისს და Foire de Tourtière-ს, სადაც გაგასინჯებენ უგემრიელეს დესერტს, რომელსაც სოფლის მოსახლეობა ათწლეულების განმავლობაში ამზადებდა.

image

0
180
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0