x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ტაივანელი უფოლოგი ამტკიცებს,რომ მარსზე სიცოცხლეა
image

ტაივანელი უფოლოგი სკოტ უორინგი დარწმუნებულია, რომ მან მარსზე სიცოცხლის 100%-იანი მტკიცებულება იპოვა. და არა მხოლოდ სოცოცხლე, არამედ გონიერი არსება.


ასეთი დასკვნა მან ამერიკის კოსმოსური სააგენტოს (NASA) მიერ წითელი პლანეტის ზედაპირის გამოსახულების კვლევის დროს გააკეთა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Mirror-ი იტყობინება.


უორინგის დასკვნების მიხედვით, ობიექტივში მოხვედრილი ქვაზე გაწოლი ფიგურა სხვა არაფერია თუ არა უცხოპლანეტელი, რომელიც ყურადღებით აკვირდება მარსმავალს


- ყველამ იცის, რომ მე მიყვარს NASA-ს ფოტოების დათვალიერება. ჰოდა, რაღაც უნიკალურს წავაწყდი - რაც ინტელექტუალური სიცოცხლის არსებობის დასტურია, - თქვა უფოლოგმა.



გარდა ამისა, მან დაასახელა უცხოპლანეტელის სავარაუდო ზომა, რომელსაც უწოდა "ადამიანი" - მისი აზრით მისი სიგრძე 30 სანტიმეტრია და ასევე დაადგინა, რომ მას აქვს თხელი თმა, ვარდისფერი კანი და მხარზე ზურგჩანთის მსგავსი ჰკიდია .

image

აღსანიშნავია სკოტ უროინგმა ადრეც „აღმოაჩინა“ უცხოპლანეტელების ხომალდი მთვარეზე, ასევე კოშკი სატურნის თანამგზავრზე, უცხოპლანეტელების ხომალდის ავარიის ადგილი მარსზე და სხვა მსგავსი რამ.


უარინგის თქმით, რომელიც შეთქმულების თეორიის მომხრეა, ამერიკელების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, დედამიწელებს დაუმალოს ახლო კოსმოსში უცხოპლანეტელების არსებობა.

0
1051
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1051
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0