x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
14 წლის გოგონამ დეტალურად აღწერა,თუ როგორ მოაკვლევინა საკუთარი ოჯახი 17 წლის მეგობარ ბიჭს
image

ომსკის რაიონის სოფელ იურევკაში, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა, სადაც 14 წლის სკოლის მოსწავლემ დეტალურად აღწერა, თუ მან და მისმა მეგობარმა ბიჭმა როგორ ამოხოცა მისი ოჯახი.


გოგონას განცხადებით, როდესაც მას ახალგაზრდა ესტუმრა, სახლში იმყოფებოდა მამინაცვალი, დედა და ასევე და-ძმა. იგი შეეგება ბიჭს ჭიშკართან, სადაც მან აჩვენა დანა... "მან მკითხა:" მზად ხარ? "მე გავჩუმდი.


"მან მითხრა, რომ შენ ამას ყველაფერს ნახავ", - თქვა სკოლის მოსწავლემ.





ექსპერიმენტის დროს მან დეტალურად აღწერა, რა მოხდა სახლში. მისი თქმით, და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა მეზობელ ოთახში, როდესაც ემოდა თუ როგორ ურტყამდა დანას ახალგაზრდა მამაკაცი მის მშობლებს საძინებელში. ამის შემდეგ, გოგონას მონაყოლით, მის მამინაცვალსა და ბიჭს შორის ბრძოლა გაჩაღდა. ამის შემდეგ იგი თითქოსდა გაიქცა სახლიდან და ქუჩაში გავიდა.

გარეთ გასულს დერეფანში ხმაური მოესმა და ისევ სახლში დაბრუნდა.


"როდესაც კართან მივედი, დავინახე, რომ (დერეფანში ) დასისხლიანებული დედაჩემი ეგდო. ", - თქვა სკოლის მოსწავლემ.



შემდეგ, მისი თქმით, მან დაინახა დის გვამი. თავად როგორც ამბობს, ამის შემდეგ მძინარე უმცროსი ძმა სამზარეულოში გაიყვანა . ამ დროს, იქ მისი მეგობარი შემოვიდა, რომელმაც სისხლიანი ხელები დაიბანა.


"მას შემდეგ, მან მითხრა, რომ მეზობელთან მიდის, რათა უთხრას, რომ ვითომ ვიღაც ტიპი შემოვარდა და ყველა დახოცაო, რადგან საკმაოდ ხმაური გამოვიწვიეთო. ამას შემდეგ, ის წავიდა", - განაცხადა მოზარდმა.


ამის შემდეგ გოგონამ მამინაცვლის გვამიც აღმოაჩინა ოთახში. გოგონა გააღვიძა ძმა, თბილი პლედი მოახურა და გარეთ გამოვიდა .



ტრაგედია ომსკის ოლქში 22 იანვარს დილით მოხდა .სოფელ იურევკაში ერთ-ერთ სახლში სამი გვამი აღმოჩინეს, ორი ზრდასრულის და ერთი ბავშვის.


მოკლულები იყვნენ - 38 წლის რომანი, მისი სამოქალაქო მეუღლე, 36 წლის ალექსანდრა და 10 წლის ქალიშვილი, რომელიც შშმ პირი იყო. სამივეს ცივი იარაღით ჰქონდა ჭრილებები მიყენებული.


თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახს უცნობი ადამიანი დაესხა თავს, რომელმაც სახლში შეაღწია, რა დროსაც ოჯახის კიდევ ორმა წევრმა -14 წლის სკოლის მოსწავლე გოგონამ და მისი 6 წლის ძმამ - მკვლელისგან თავის დაღწევა და გაქცევა შეძლეს.


გოგონას მონაყოლით, თავიდან კრიმინალური ფოტორობოტიც კი შეადგინეს. თუმცა, გამოძიების დროს თანდათან გამოიკვეთა რეალური დამნაშავენი-გოგონა და მისი 17 წლის მეგობარი ბიჭი.


გამომძიებლების განცხადებით, გოგო დაგეგმა დედისა და მამინაცვლის მკვლელობა იმიტომ, რომ თითქოსდა მამინაცვალი მას სექსუალურად ავიწროვებდა, ხოლო უმცროსი და იმიტომ მოკლეს, რომ არ სურადა ინვალიდი და მისი მოსავლელი გამხდარიყო


სკოლის მოსწავლე და მისი 17 წლის ბიჭი დაკავებულები არიან.


0
1119
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0