x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
15 უცნაური წესი იაპონიის სკოლებში, რომლებიც ნებისმიერ უცხოელს შოკში ჩააგდებს

იაპონია მოულოდნელობების ქვეყანაა, რომელიც არ წყვეტს უცხოელების გაოცებას. ამომავალი მზის ქვეყანაში სწავლა საერთოდ არ იწყება შემოდგომაზე: იაპონელი სკოლის მოსწავლეები აპრილში სხდებიან მერხებთან, ხოლო სასწავლო წელს მარტში ამთავრებენ. მაგრამ ეს არ არის იაპონური განათლების ერთადერთი სახალისო ასპექტი:

1. აკრძალვა რომანტიულ ურთიერთობებზე, მოწავლეებს უფლება არ აქვთ ღიად გამოამჟღავნონ სიმპათია ან სიყვარული სხვა მოსწავლეების მიმართ.image

2. იაპონელი მოსწავლეები საზაფხულო არდადაგებზე არ მიდიან, ამის ნაცვლად ისინი 5 კვირით ისვენებენ შუა სემესტრის დროს, ზაფხულში კი ისევ სწავლას უბრუნდებიან.

3. იაპონიის სკოლებში არ ჰყავთ დამლაგებელი, გაკვეთილების დასრულების შემდეგ თითოეული კლასი ასუფთავებს საკლასო ოთახებს, მორიგეები კი რეცხავენ საპირფარეშოებს და აწესრიგებენ სათამაშო მოედნებს. ამით ისინი დისციპლინას და სისუფთავეს სწავლობენ.image

4. იაპონიაში, დაწყებითი სკოლა გულისხმობს მოსწავლეებს 1-6 კლასებში, ყოველ წელს კლასებში ბავშვები იცვლებიან, რათა მოსწავლეებმა სხვებიც გაიცნონ, გარდა ამისა, იცვლებიან მასწავლებლებიც.

5. 6 წლის განმავლობაში მოსწავლეები ატარებენ ერთსა და იმავე ზურგჩანთებს, რომლებსაც „რანდოსერუს“ უწოდებენ. ყველაზე კონსერვატიულ სკოლებში ყველა გოგო ატარებს წითელ რანდოსერას, ბიჭები კი შავს. მაგრამ ეს ფერის წესი ყველგან არ არის დაცული.

6. ადგილობრივების თქმით, ბევრი პირველკლასელი ყვითელ ქუდს ატარებს, რათა სხვებმა შორიდან შეამჩნიონ.image

7. სკოლის შესასვლელთან, მოსწავლეები ქუჩის ფეხსაცმელს კარადებში ტოვებენ და იცვამენ უვაბაკის - სპეციალურ თეთრი ფეხსაცმელს, რომელსაც ყველა ატარებს, განურჩევლად ასაკისა და სქესისა.image

8.ზოგიერთ იაპონელ სკოლის მოსწავლეს არ აქვს უფლება ატაროს კოლგოტები, თუნდაც ზამთარში, ისინი კაბაზე მხოლოდ მაღალყელიან გეტრებს იცვამენ.image

9. ბევრი სკოლა გოგოებს კრძალავს მაკიაჟის ტარებას. ზოგიერთ დაწესებულებას ყველა კლასში აქვს მიცელარული წყლის ბოთლიც კი. თუ მასწავლებლები შეამჩნევენ, რომ მოსწავლე მაკიაჟს ატარებს, აიძულებენ მას ყველაფერი ჩამოიბანოს სახიდან.

10. თითქმის ყველა სკოლა ავალდებულებს გოგონებს სწორი და შავი თმის ტარებას, თუ თმა არ შეესაბამება სტანდარტებს, მაშინ მოსწავლეს მოუწევს დაამტკიცოს, რომ არ აქვს შეღებილი ან დახვეული, ამისათვის თქვენ უნდა აჩვენოთ „ბუნებრივი თმის მოწმობა“, ხელმოწერილი მშობლების მიერ და ბავშვების ფოტოები.

11. სავალდებულო გაკვეთილების გარდა, საშუალო სკოლის მოსწავლეების თითქმის ნახევარი გადის მოსამზადებელ კურსებს უნივერსიტეტში ჩაბარების გამოცდებისთვის მოსამზადებლად.image

12. თითქმის ყველა სკოლაში იმართება ყოველთვიური დილის საერთო კრება, რომელზეც დირექტორი საუბრობს. ადრე სტუდენტები ფეხზე დგომით უსმენდნენ დირექტორის მონოლოგს, ახლა კი უფლება აქვთ იატაკზე დასხდნენ გარკვეულ პოზაში.image

13. უბრალო საშლელის გამოც შეიძლება შეიქმნას პრობლემა, თუკი ის თეთრი ფერის არაა, მასწავლებელი აუცილებლად მისცემს შენიშვნას მოსწავლეს.image

14. თუკი მოსწავლეები გაკვეთილიდან საპირფარეშოში გადიან, ბიჭები 1 წუთის განმავლობაში უნდა დაბრუნდნენ, გოგოები კი 3 წუთის განმავლობაში. დროის გადამეტება გაცდენად ჩაითვლება.

15. გოგონებს აკრძალული აქვთ თმის “ცხენის კუდად" შეკვრა, ითვლება, რომ ამით ბიჭებზე ახდენენ ზემოქმედებას.




0
530
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
530
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0