x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"ვისი იმედიც აქვს, ისინი უღალატებენ... ქაოსი და შეჯახებები იქნება" - რას ამბობს ლელა კაკულია

image


ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდზე მისი 2007 წელს გაზეთ - "ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია"-სთვის მიცემული ვრცელი ინტერვიუ ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


"ლელა კაკულია: ერიდეთ ჰოროსკოპებით ცხოვრებას, თორემ დიდ დარტყმებსა და ტრავმებს ვერ აცდებით!



???? ინტერვიუ არქივიდან: გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №8, 2007 წელი, იანვარი


✅ — ქალბატონო ლელა, თქვენს ჩანაწერებში სხვადასხვა რიცხვით დათარიღებული მრავალი წინასწარმეტყველებაა დაფიქსირებული, სადაც ქართული საგაზეთო თუ ტელემედიის მომავალზე საუბრობთ.

???? 2000 წლის 8 ივლისს წერთ, რომ ბევრი გაზეთი დაიხურება;



???? 2001 წლის 30 აგვისტო: „საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში დაიწყება მასობრივი ცვლა, ანუ დაშლა. ტელევიზიის შეფისთვის ეს საბედისწერო, დიდი დარტყმა იქნება. ვისთვისაც იღვწის და ვისი იმედიც აქვს, ისინი უღალატებენ. დიდი ქაოსი და შეჯახებები იქნება არა მხოლოდ ტელევიზიაში, არამედ მთავრობაშიც... ყველაფერი იშლება. მოდის ახალი და არავინ იცის რა. ვხედავ, ბევრ მუშაკს დაითხოვენ, გაყრიან... სულ სხვა ხალხი ეპატრონება ტელევიზიას“;


???? 2004 წლის 26 ოქტომბერი: „დაიწყება ჟურნალისტთა გამოსვლები“;


???? 2005 წლის 9 იანვარი: „ჟურნალისტები ომს გამოუცხადებენ მთავრობას — ისინი გარეთ გამოდიან“;


???? 2005 წლის 13 იანვარი: „ხალხი მედიას უარყოფს, რადგან მათ აღარ სჯერათ მოწოდებული ინფორმაციებისა. დგება დრო, როცა დიდი გაზეთები დაიხურება. რატომ? იმიტომ, რომ ხალხს აღარ აინტერესებს ტყუილებით სავსე, შეკვეთილი ინფორმაცია; აღარც ტელევიზორს უყურებენ! ჟურნალისტებს და ტელევიზიებს ისეთი დარტყმა აწერიათ ბედისწერაზე, რომ მტრის კარს...“

✅ — და განა სწორედ ასე არ მოხდა? საქართველოს ყოფილ სახელმწიფო ტელევიზიაში მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო; ტელეარხების დახურვის მომსწრენიც გავხდით და ზოგიერთი გაზეთის გამოცემის შეჩერებისაც; ზედმეტად გაიზარდა ჟურნალისტთა თვითცენზურის ხარისხი, ხოლო ის, რომ ხალხს მედიის აღარ სჯერა, ყოველწუთს შეგიძლიათ მოისმინოთ.



✅ — გასულ თვეში მასმედიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი აჟიოტაჟის მომსწრენი გავხდით, რომელიც ჟურნალისტთა ქცევის კოდექსის წარდგენას მოჰყვა. დოკუმეტს უარყოფითად შეხვდა თავად ჟურნალისტთა კორპუსი, საზოგადოება და ოპოზიცია. საბოლოოდ, ბევრი ხმაურის შემდეგ, კოდექსის განხილვა-მიღება გადაიდო...


✅ — გადაიდო იმიტომ, რომ ახლა ქვეყანაში ისეთი ტიპის პრობლემებია დაგროვილი, „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ შედგენილი კოდექსის მიღებით ჟურნალისტების გაღიზიანება კიდევ უფრო გაამწვავებდა სიტუაციას, რაც ძალიან არ აწყობს ხელისუფლებას.


მაგრამ ეს ვითარებას არ შეცვლის, წინასწარმეტყველება აუცილებლად ასრულდება და სამწუხაროდ, ჟურნალისტებს მართლაც ელით დიდი დარტყმა.

თუმცა, საბოლოოდ დარტყმა არც თავად „თავისუფლების ინსტიტუტს“ აცდება. ეს ორგანიზაცია ძალას დაკარგავს, ანუ დაიხურება. საოცარ რამეებს იტყვიან ამ ინსტიტუტზე. მის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წევრს მძიმე დღე ელის — ლამის ფსიქიურად შეირყევა, ისეთ სიტუაციას შეუქმნიან.


✅ — კვლავ მწვავედ დგას ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი. მართალია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვამშვიდებს, ყველაფერი მოგვარებულიაო, მაგრამ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან თავს ვერ ვიზღვევთ. ამის მაგალითია ავარია აზერბაიჯანულ გაზსადენზე. ამბობენ, რომ ეს უბრალო ტექნიკური გაუმართაობაა.


✅ — არავითარი ტექნიკური გაუმართაობა! რუსეთს კი არ ძინავს, გეგმაზომიერად ახორციელებს შეტევას საქართველოზე. ესეც მათი მოწყობილია. თუმცა ყველა მცდელობა ჩაეფუშებათ — ვერ ეღირსებიან ჩვენს დაჩოქებას!


✅ — აზერბაიჯანმა გაზით მომარაგების გარდა კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მითვისების მცდელობით.


✅ — რამდენიც უნდა იყვირონ ბახრამოვებმა და მისმა მსგავსებმა (საერთოდ არ მაინტერესებს მათი აზრები და შეხედულებები) დავითგარეჯი საქართველოსია, იქ ქართული სული ტრიალებს და ვერავითარი ძალა ვერ წაგვართმევს მას. ის კი არა, მომავალში კახს, ნუხსა და საინგილოსაც დავიბრუნებთ უფლის ნებით!


✅ — ორიოდე კვირის წინ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ქართველებმა მიტინგი გამართეს და სოფელ ქვემო ბარღების გამგებლის გათავისუფლება მოითხოვეს...


✅ — ეგ გამგებელი დასაჭერი იყო და ძალიან სამართლიანად დაიჭირეს ქართველმა სამართალდამცავებმა. რაც შეეხება მიტინგს, მუქარით და იძულებით მოწყობილი იყო და არა ნებით. ასე რომ, აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებზე გული ნუ გაგიტყდებათ; მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ...



✅ — ქალბატონო ლელა, ასტროლოგიას უარყოფთ?


✅ — მე ვაღიარებ ასტროლოგიას როგორც მეცნიერებას, მაგრამ ჰოროსკოპებით გატაცება არასერიოზულია — ეს გასართობი პროგრამაა და ხალხი მალე მიხვდება ამას.


თუმცა მანამდე მინდა გაგაფრთხილოთ: ერიდეთ ჰოროსკოპებით ცხოვრებას და გზის კვლევას, თორემ დიდ დარტყმებს და ტრავმებს ვერ აცდებით.


✅ — დაბოლოს, მიულოცეთ ახალი წელი და დალოცეთ თქვენ საქართველო, თქვენი ხალხი.


— მივმართავ ჩემს ქართველებს! ჩემს უძვირფასეს ქვეყანას, ჩემს უსაყვარლეს ხალხს ვულოცავ შობა-ახალ წელს და მშვიდობას, სიკეთეს, სიუხვეს, რწმენაში გაძლერებას ვუსურვებ.


არ დაკარგოთ იმედი!


უფალმა ოცი წლის წინ დამანახა საქართველოს აღზევება და გაბრწყინება. იცოდეთ, რომ ყოველივე ქართული კოსმიურ ველში დაცულია უფლისგან და არ არსებობს ძალა, რომელიც გაარღვევს ამ ჩაკეტილ წრეს.


მიხარია, რომ მომავალში ვხედავ გავბრწყინებულ, გალაღებულ და გახარებულ სახეებს ქართველთა!

აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა; სოჭი საქართველოა; კახი, ნუხი და საინგილოც საქართველოა და მიხარია, რომ ვხედავ საქართველოს საზღვრებს გამთლიანებულს და გაერთიანებულს. ამინ!!!" - ვკითხულობთ "ფეისბუქზე" გავრცელებულ ინტერვიუში, რომელიც წინასწარმეტყველმა ზემოაღნიშნულ გამოცემას 2007 წლის იანვარის თვეში მისცა.


0
1033
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1033