x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ცნობილი მსახიობები, რომელთა დებიუტი დიდ ეკრანებზე ინტერნეტის გარდა არავის ახსოვს

დღეს ისუინი ყველაზე მოთხოვნად მსახიობებად ითვლებიან და გულშემატკივრების მთელი არმია ჰყავთ, თუმცა ბევრ მათგანსაც არ ეცოდინება რომელ პროექტში გადაიღეს თავიანთი კუმირი პირველად:

გალ გადოტი

“ქალი საოცრება" პირველად მშობლიურ ისრაელში, სერიალში გამოჩნდა 2007 წელს სახელწოდებით “თოჯინები", 1 წლის შემდეგ კი ლამაზმანი ფორსაჟში მიიწვიეს.image

კრის ევანსი

კრის ევანსის სამსახიობო კარიერა დაიწყო საგანმანათლებლო მოკლე ფილმით Biodiversity: Wild About Life! (1997). მასში ის თამაშობს საშუალო სკოლის მოსწავლეს, რომელიც მონაწილეობს სამეცნიერო კონკურსში მთავარი პრიზით $1000.image

ანა ტეილორ ჯოი

ანია ტეილორ-ჯოის ეკრანზე დებიუტი შეიძლება მომხდარიყო 2014 წელს ფილმის ვამპირის აკადემიის გამოსვლით, მაგრამ მისი მონაწილეობით სცენა ამოჭრეს. საბედნიეროდ, იმავე წელს მან მიიღო მცირე როლი ბრიტანულ დეტექტიურ სერიალში “ინდევორი".image

ჰენრი კავილი

2001 წელს ეკრანებზე გამოვიდა ტრილერი “ლაგუნა", სწორედ იქ შეგიძლიათ ცნობილ მსახიობს პირველად მოჰკრათ თვალი.image

ანტონიო ბანდერასი

ანტონიო ბანდერასის დებიუტი დიდ ეკრანზე შედგა 1982 წელს - პედრო ალმოდოვარმა იგი მიიწვია ფილმში “ვნებათა ლაბირინთი''. შთამბეჭდავი დასაწყისია.image

დენიელ რედკლიფი

2 წლით ადრე, სანამ რედკლიფი გახდებოდა ის “ბიჭი, რომელიც გადარჩა", მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო სერიალში “დევიდ კოპერფილდი".image

რაიან რეინოლდსი

რაიან რეინოლდსის კარიერა დაიწყო, როდესაც მან ითამაშა ბილი სიმპსონის როლი კანადურ სერიალში “ჰილსაიდი".image

ნიკოლ კიდმანი

პირველი ფილმი ნიკოლ კიდმანთან ერთად 1982 წელს გამოვიდა. 15 წლის მსახიობმა საახალწლო ფილმში „შობა ბუშში“ ითამაშა, რომელიც ღარიბი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.
image

ტომ ჰიდელსტონი

ტომ ჰიდლსტონმა თავისი სადებიუტო როლი შეასრულა სატელევიზიო ფილმში „ნიკოლას ნიკლბის ცხოვრება და თავგადასავალი“ (2001). ცილინდრი აშკარად უხდება მსახიობს.image

უმა თურმანი

უცნაურიც კი იქნებოდა, უმას სამსახიობო კარიერა თრილერში შესრულებული როლით არ დაეწყო. 1987 წელს გადაღებულ ფილმში Kiss Daddy Goodnight, თურმანი განასახიერებს ლამაზმანს, რომელიც სახიფათო ორმაგ ცხოვრებას ეწევა.image

ედი რედმეინი

ინგლისელი მსახიობის ედი რედმეინის კინოკარიერა დაიწყო როლით ფილმში „მხეცების კიდობანი“, რომელიც დაფუძნებულია ამავე სახელწოდების პოპულარული საბავშვო წიგნების სერიებზე.image

მილა იოვოვიჩი

მილა იოვოვიჩი დიდ ეკრანზე 12 წლის ასაკში გამოჩნდა. მისი დებიუტი კინოში შედგა ზალმან კინგის ორი მთვარის შერწყმაში (1988).image

ჰოლი ბერი

ჰოლი ბერის პირველი ფილმი იყო ემილი ფრანკლინის როლი კომედიურ სერიალში „ცოცხალი თოჯინები“ (1989).image

დევ პატელი

დევ პატელმა კინოკარიერა 2007 წელს დაიწყო ცნობილ თინეიჯერულ სერიალში Skins. მაშინ მას სამსახიობო გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა როლის მიღებაში.image

ვიოლა დევისი

ვიოლა დევისის დებიუტი შედგა მედდის პატარა როლით ფილმში „ცეცხლის არსი“ (1996).
image

მარკ უოლბერგი

მარკ უოლბერგის კინოკარიერა 1993 წელს დაიწყო მცირე როლით სატელევიზიო ფილმში “შემცვლელი მასწავლებელი.''image













0
179
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0