x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები, რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ

image
ხშირია შემთხვევები, როდესაც ფილმებსა თუ სერიალებში გადაღებების და მონტაჟის პროცესში ყველაზე გამოცდილი რეჟისორები ან სცენარისტები ვერ ამჩნევენ გაპარულ შეცდომებს, მაგრამ მაყურებლის ყურადღებიან თვალს ხომ არაფერი გამოეპარება:

1. მხედვარი

ანჯეი საპკოვსკის ამავე სახელწოდების წიგნების სერიაზე დაფუძნებულმა Netflix-ის სერიალმა The Witcher-მა (მხედვარი) მაშინვე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული. თუმცა, ზოგიერთმა დეტალმა გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი ემოციები გამოიწვია. მაგალითად, ის ფაქტი, რომ მე-13 საუკუნის გოგონა ცირი, ზრდასთან ერთად, სასწაულებრივად იძენს თანამედროვე ქალების გარეგნობის ატრიბუტებს. ”და როდის მოახერხა მან წარბებსა და წამწამებზე წასვლა?” შეიძლება ეს კითხვა დაგებადოთ მეორე სეზონის ყურებისას.image

2. პატარა ქალბატონები

თუკი ამ სცენის უკანა ფონს დავაკვირდებით და ტიმოტი შალამეს თვალს მოსწყვეტთ, მაშინ დაინახავთ დადებულ წყლის პლასტმასის ბოთლსა და თერმოსის ჭიქას.image

3. დაუნტონის სააბატო

სერიალის შემქმნელებმა დიდი ძალისხმევა დახარჯეს იმისთვის, რომ პერსონაჟების კოსტიუმები მაქსიმალურად ყოფილიყო მიახლოებული ისტორიულ რეალობას. თუმცა, ამან არ იხსნა ისინი ლედი მერი კროულისთვის საცვლების არჩევისას მცირე შეცდომისგან. დრამა ვითარდება ედვარდიანულ ეპოქაში და მოიცავს პერიოდს 1912 წლიდან, როდესაც უკვე მოდაში იყო წაგრძელებული კორსეტები მკერდზე ქვედა სამაგრით. მაგრამ ერთ-ერთ სცენაში მიშელ დოკერი იყენებს კლასიკურ მოდელს, რომელიც მთლიანად ფარავს მის მკერდს.image

4. გლადიატორი

ისტორიულ ფილმებში ჩვენ გამუდმებით ვხედავთ თანამედროვე რეალობასა და ტენდენციებზე მორგებულ ისტორიულ კოსტიუმებს. ამ ბედმა არც „გლადიატორს“ აუარა გვერდი. როგორი მოდურიც არ უნდა ყოფილიყო მარკუს ავრელიუს ლუცილას ქალიშვილი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ძვლის კორსეტზე წვდომა ჰქონოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში. image

5. უკანასკნელი დუელი

ფილმის ერთ-ერთ სცენაში მთავარი გმირი მარგარიტ დე კარუჟი ეფერება ბოსტონ-ტერიერის ლეკვს, ჯიშს, რომელიც გამოყვანილია დაახლოებით 1875 წელს. შეგახსენებთ, რომ ფილმი მოგვითხრობს 1386 წლის მოვლენებზე.image

6. მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში

პირველ ღამეს, ძილის წინ, პუარო ულვაშებს სპეციალური დამცავით იმაგრებდა. თუმცა, მეორე ღამეს ვხედავთ რომ ის მის გარეშე წევს საწოლში. ასეთი დავიწყება ეწინააღმდეგება დეტექტივის პედანტურ ხასიათს და უფრო ჰგავს სურათის შემქმნელთა ხარვეზს.image

7. 300 სპარტანელი

მაშინაც კი, თუ პერსონაჟების ჩაცმულობა მცირე დეტალებამდე იყო გააზრებული, კოსტიუმერებმა მაინც შეიძლება დაუშვან შეცდომა, ისე რომ ვერც კი გაიაზრონ. ასე რომ, სრულიად გაუგებარია, საიდან გაჩნდა თანამედროვე ბიუსტჰალტერი ძველ სპარტაში.image

8. ჯუდი

რესტორნის სცენაში მთავარი გმირი, რომელსაც რენე ზელვეგერი ასრულებს, ტორტს მარჯვენა ხელით ჭამს. მაგრამ ნამდვილმა გულშემატკივრებმა იციან: ჯუდი გარლანდი ამას არ გააკეთებდა, რადგან ის ცაცია იყო. გასაკვირია, რომ წინა სცენაში, როდესაც მთავარი გმირი ავტოგრაფებს იძლეოდა, შემქმნელებმა გაითვალისწინეს ეს მომენტი. მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს დაივიწყეს ფაქტი.image

9. გადარჩენილი

ფილმის მოქმედება მე-19 საუკუნეში ვითარდება ამერიკის ჩრდილო-დასავლეთში. მთავარი გმირი ჰიუ გლასი მკაცრი ზამთრის ექსტრემალურ პირობებში აღმოჩნდება. მას მარტო მოუწევს ტყიდან გამოსვლა და შურისძიება ღალატისთვის. და ერთადერთი, რაც მას აქვს, არის ჭურჭელი წყლისთვის: არც დანა, არც რასიმე ბასრი ნივთი მაგრამ ამავდროულად, ველურ ბუნებაში ყოფნის დროს, მისი ულვაში არ იზრდება მილიმეტრითაც კი.image

10. ტონია ყველას წინააღმდეგ

როდესაც ტონია ასპარეზობს 1994 წლის ოლიმპიადაზე, თასმის გახსნის სცენაში ვხედავთ ახალთახალ ციგურებს, სიმართლე ის არის, რომ შეჯიბრში მოციგურავეები ატარებენ იმავე ფეხსაცმელს, რასაც ვარჯიშის დროს. სწორედ ამიტომ, სპორტსმენის ძირები აუცილებლად უნდა ყოფილიყო შესამჩნევად დაზიანებული.
image










0
725
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
725
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0