x
image
მანანა თურმანიძე
თეთრი სახლი აფრთხილებს ამერიკელებს დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა
image

ხუთ, 2022 წლის 10 თებერვალი.


მოლაპარაკებების გაგრძელების პარალელურად, თეთრი სახლის პრესმდივანი, ჯენ ფსაკი, აფრთხილებს ამერიკის მოქალაქეებს უკრაინაში, რომ მათ დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, გასული წლის ოქტომბერში ქვეყანაში დაახლოებით 6600 ამერიკელი იმყოფებოდა.


"ვფიქრობ, რისკენაც ჩვენ შეგვიძლია მოვუწოდოთ ამერიკელ მოქალაქეებს უკრაინაში, არის ის, რომ ახლავე დატოვონ ქვეყანა. ცხადია, არ ყოფილა შეჭრა და ჩვენ არ ვიცით, რომ იყო მიღებული გადაწყვეტილება შეჭრის შესახებ. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს დიპლომატიური წარმომადგენლობები, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც, რომლებიც ყოველთვის ღია და ხელმისაწვდომია აშშ-ს მოქალაქეებისთვის, იმ შემთხვევაში, თუკი მათ დახმარება დასჭირდებათ.


სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, გასული წლის ოქტომბერში, იმ დროისთვის, ანუ რამოდენიმე თვის წინ, დაახლოებით 6, 600 აშშ მოქალაქე ცხოვრობდა უკრაინაში, არც მეტი, არც ნაკლები. ამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვეულებრივ არ ახორციელებს მასობრივ ევაკუაციას. რა თქმა უნდა, სიტუაცია ავღანეთში განსაკუთრებული იყო, მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის იმით, რომ ეს იყო 20 წლიანი ომის დასასრული. იქ ჩვენ ომს ვასრულებდით. ჩვენ არ ვცდილობდით თავიდან აგვეცილებინა ომი, ამ მოცემული შემთხვევისგან განსხვავებით.


არსებობს მთელი რიგი საშუალებები, რითაც ცალკეულ პირებს და ამერიკელებს შეუძლიათ უკრაინის დატოვება და ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ სწორედ ასე მოიქცნენ."



ჟურნალისტი: - შეგიძლიათ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ დღეს, რამდენად არის ინფორმირებული ადმინისტრაცია? იყო თუ არა პრეზიდენტი უშუალოდ ინფორმირებული მოლაპარაკებების შესახებ?


ჯენ ფსაკი: - პრეზიდენტი ესაუბრა პრეზიდენტ მაკრონს დღეს დილით, რაც ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე დავადასტურეთ, დიახ.


ჟურნალისტი: - და როგორ ესმის მას, იმ შეხვედრიდან რა გამოვიდა? იზიარებს თუ არა ის იმავე ოპტიმიზმის განცდას, რომელიც პრეზიდენტ მაკრონს ჰქონდა, როდესაც მან ის შეხვედრა დატოვა?


ჯენ ფსაკი: როგორც აღვნიშნე, პრეზიდენტი ესაუბრა პრეზიდენტ მაკრონს დღეს. მოგეხსენებათ, რომ მან ასევე უმასპინძლა გერმანიის კანცლერს და ველოდებით, რომ კვირის განმავლობაში ისაუბრებს უამრავ სხვა ევროპელ კოლეგასთან. მაგრამ, რასაც ჩვენ აქ, ახლა განვიხილავთ, არის არა ანგარიშები შეხვედრიდან, არამედ დგამს თუ არა რუსეთი დე-ესკალაციისკენ ნაბიჯებს. Ისინი ამას არ აკეთებენ. ისინი დგამენ ესკალაციისკენ ნაბიჯებს და არა დე-ესკალაციისკენ. ჩვენ, რა თქმა უნდა ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია შეიცვლება.



აშშ-ს საინფორმაციო სააგენტო (Associated Press)


თარგმანი: მანანა თურმანიძე


0
135
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0