x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
"ამას იმათთვის ვდებ, გადადგომა რომ ელით უახლოეს ხანში და არ სჯერათ " - რა ინფორმაციას ავრცელებს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს, კერძოდ კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აწ უკვე ყოფილ მინისტრს 2021 წლის დეკემბერში გაკეთებულ მისსავე განცხადებას ახსენებს:


"ამას იმათთვის ვდებ, გადადგომა რომ ელით უახლოეს ხანში და არ სჯერათ და სულ ჩვენ გვაბრალებენ, იიიიიი… ტყუილებს ავრცელებთო))))))))). თურნავა . 2021წელი, დეკემბერი, სულ რაღაც ორი თუ სამი თვის წინ - “ პარტიული ტელევიზიები უტიფრად ავრცელებენ ინფორმაციას ჩემი გადადგომის შესახებ … მე ვიცი, ჩემი წარმატება არ სიამოვნებთ და მიგორებენო წაიკითხეთ))))) " - წერს ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე და ყოფილი მინისტრის ჟურნალისტისთვის მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტს აზიარებს:


imageimage


ცნობისთვის, ნათია თურნავას ადგილს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაიკავებს, დავითაშვილის ადგილს კი ოთარ შამუგია ჩაიბარებს, რომელიც მანამდე მისი მოადგილე იყო.




0
822
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
822