x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"გთხოვთ, თავი შეიკავოთ სოციალურ ქსელებში გაცნობილი... " - რა მიმართვას ავრცელებს ნუგზარ სულაშვილი

image


"AFG"-ის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საგანგებო პოსტს ავრცელებს და საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართავს, ვინც ქვეყანაში გაუსაძლისი სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გამო ლუკმა- პურის საშოვნელად იძულებულია უცხოეთში წავიდეს. სულაშვილი თანამოქალაქეებს აფრთხილებს არ ენდონ სოციალურ ქსელებში მომრავლებულ შუამავლებს, რომლებიც მათ ადგილზე "ოქროს კოშკებს" ჰპირებიან:



"ყურადღება!!!


ქვეყანაში არსებულმა მძიმე სოციალურმა მდგომარეობა, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე აიძულა დატოვოს საქართველო და ოჯახის გადსარჩენად თავშესაფარი მოითხოვოს ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, ირლანდიაში, კანადაში ან სხაგან …


ემიგრაციაში წამსვლელ მრავალრიცხოვან ნაკადთან ერთად გაიზარდა თაღლითების რიცხვიც, ვინც ხელის მოთბობის მიზნით, დაინტერესებულ პირებს სთავაზობენ სხვადასხვა ტიპის სერვიზს.


სამწუხაროდ უამრავი ადამინი იმედგაცრუებული რჩება, როცა უცხო ქვეყანაში ვერ ღებულობს იმ კომფორტს, რასაც მათ სთავაზობდნენ.


ახლა ვიმყოფები ერთ-ერთსადეპორტო დაწესებულებაში, სდაც ახალგაზრდა გოგონამ სუიციდით სცადასიცოცხლის დასრულება.
ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა…


ამიტომ მოგიწოდებთ და გთხოვთ, თავი შეიკავოთ სოციალურ ქსელებში გაცნობილი შუამავლების მიერ შემოთავაზებულ “სამოთხეში” გამგზავრებაზე, რომელიც დიდი ალბათობით ჯოჯოხეთად გექცევათ.


საფრთხეში ნუ ჩააგდებთ, როგორც პირად, ასევე თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლეს", – წერს სულაშვილი სოციალურ ქსელში.




0
275
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
275