x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ამ საკითხზე მეტ საუბარს აღარ ვაპირებ" - გია ბაღაშვილი
image

მუსიკოსი გია ბაღაშვილი მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისათვის და მეუღლესთან დაშორების მიზეზებს განმარტავს, თან დასძენს, რომ ბავშვების გამო ამ საკითხზე საუბარს აღარ აპირებს.


"პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ოჯახის ყველა გულშემატკივარს, წლების მანძილზე, ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატული გამორჩეული სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობ და უზომოდ მადლიერი ვარ ამისთვის.


რაც შეეხება ჩემი და თაკოს გაშორებას, დიახ ეს მართლაც ასეა. ჩვენ მესამე წელია რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ. მიზეზი განსხვავებული ხედვები იყო მომავალთან დაკავშირებით და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა გავშორებულიყავით. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, პირველ რიგში ჩვენი 4 უსაყვარლესი შვილის გათვალისწინებით, მაგრამ საბოლოოდ ვარჩიეთ ამ ფორმით შეგვენარჩუნებინა კარგი ურთიერთობა და საბედნიეროდ ეს შევძელით. გაშორების ფაქტის გასაჯაროებაზეც სწორედ იმიტომ შევიკავეთ თავი, რომ ეს ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო ჩვენი პატარებისთვის.


მიუხედავად დაშორებისა, მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვისათვის. ამ საკითხზე მეტ საუბარს აღარ ვაპირებ, ვინაიდან ამ თემის ზედმეტად მუსირება დისკომფორტს შეუქმნის ბავშვებს", - წერს გია ბაღაშვილი "ფეისბუქზე".


შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა გია ბაღაშვილის აწ უკვე ყოფილი მეუღლის თაკო ტაბატაძის ფოტო, სადაც ის მასზე 8 წლით უმცროსს ფეხბურთელთან, "სპანდერათან", იგივე ნუგზარ სპანდერაშვილთან არის გადაღებული, რამაც საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია, მეტიც, ზოგს საერთოდ არ ეჯერა და მორიგ ფეიკად მიაჩნდათ, თუმცა მალევე ამ ფაქტს თავად თაკო ტაბატაძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი გიასთან უკვე სამი წელია აღარ ცხოვრობს.

გია ბაღაშვილი და თაკო ტაბატაძე 2009 წელს დაქორწინდნენ, მაშინ მოცეკვავე თაკო 18 წლის იყო, რის გამოც მათი ასაკობრივი სხვაობის გამო ბევრს საუბრობდნენ. თაკო გიაზე 19 წლით უმცროსია.


0
595
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
595
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0