x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
,,თაღლითი თინდერიდან" - ვინაა თაღლითი ისრაელიდან, რომელმაც ქალებს მილიონობით დოლარი დასტყუა

უკვე რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში Netflix-ის ახალი ჰიტი -განიხილება, დოკუმენტური ფილმი "თაღლითი თინდერიდან" (The Tinder Swindler), მოგვითხრობს თაღლითის ისტორიას, რომელიც თავს ყველას აცნობდა, როგორც რეალური მილიარდერის ლევ ლევიევის შვილი და ამ ყალბი ისტორიებით სწორედ გაცნობის აპლიკაციის საშუალებით საკმაოდ სოლიდურ თანხებს ართმევდა გულუბრყვილო ქალებს.image

სოციალურ ქსელში შიმონ-იეჰუდა ჰაუტი წარმოშობით ისრაელის პატარა ქალაქიდანაა. ის თავს სიმონ (შიმონ) ლევიევად ასაღებდა, ჰოლდინგისა და საინვესტიციო კომპანიის მფლობელის შვილად, ასევე მსხვილ ქველმოქმედად. თავად ლევიევს ჰყავს ცხრა შვილი, ასე რომ, აშკარად ადვილი იყო საიმონისთვის მილიარდერის ბიოგრაფიაში მოხვედრა და არცერთ გოგონას ეს ინფორმაცია არ გადაუმოწმებია. სამაგიეროდფ შემდგომში ლევ ლევიევი იძულებული გახდა ოფიციალურად გაეკეთებინა კომენტარი მისი “ნათესავის" შესახებ.image

შიმონმა ინსტაგრამზე წარმატებული და მდიდარი ახალგაზრდის იმიჯი შეიქმნა: მის გვერდზე იმდენი ძვირადღირებული ბრენდი, სპორტული ავტომობილი და ძვირადღირებული ცხოვრების სხვა ატრიბუტების ნახვა შეიძლებოდა, რომ ქალებს უბრალოდ თავბრუ ეხვეოდათ.image

ჰაუტი ტინდერის აპლიკაციის საშუალებით გაიცნო გოგონებს, შესთავაზა შეხვედრა, მაგრამ მალე, სხვადასხვა საბაბით, მათგან ფულის გამოძალვა დაიწყო. თაღლითმა თქვა, რომ ალმასის ბიზნესი, რომელსაც მისი ოჯახი აწარმოებს, სახიფათო იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ასეთ ვითარებაში მან თითქოს ვერ გამოიყენა თავისი ანგარიშები და დახმარებისთვის გოგოებს მიმართა და თანხის უკან დაბრუნებას დაჰპირდა. მაგრამ ამის შემდეგ კი ქრებოდა მათი ცხოვრებიდან. ხშირად ის სხვა ქვეყანაშიც კი გადადიოდა, სადაც ახალ მსხვერპლებს პოულობდა და ისევ აბრუნებდა თავის სქემას.image
ბევრმა გოგონამ სესხიც კი აიღო მისთვის, რადგან ხანდახან საქმე საკმაოდ დიდ თანხებს ეხებოდა. ერთმა კი საყვარელისთვის 250 ათასი დოლარი შეაგროვა. საერთო ჯამში, USA Today-ის თანახმად, ამ სქემის წყალობით, თაღლითმა მოახერხა 10 მილიონი აშშ დოლარის მოგროვება.

ფელისიტი მორისის დოკუმენტური ფილმის გმირები არიან პერნილა შეჰოლმი, სესილია ფელჰოი და ეილინ შარლოტა, თუმცა რეალურად თაღლითის მსხვერპლი უფრო მეტია. ბევრი მათგანი ცდილობს ჰაიუტს სასამართლოში უჩივლოს, მაგრამ ჯერჯერობით მას სერიოზული სასჯელი არ მიუღია, თავად ჰაიუტმა კი გადაღებებში მონაწილეობაზე უარი თქვა.image
ჰაიუტის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში უიცოდნენ სამართალდამცავმამ ორგანოებმა: მან 20 წლის ასაკში დაიწყო კრიმინალური საქმიანობა და გაასამართლეს გაყალბებისა და თაღლითობისთვის. 2011 წელს, ყალბი პასპორტის გამოყენებით, ის ისრაელიდან იორდანიის გავლით ევროპისკენ გაემართა, რათა ციხე აეცილებინა.
მალევე, გამოძიება მის შესახებ ევროპაშიც დაიწყეს. ნორვეგიელი ჟურნალისტების გამოძიების წყალობით, 2019 წელს ის საბერძნეთში დააკავეს - ისევ ყალბი დოკუმენტების გამო. იმ დროისთვის ის უკვე საერთაშორისო ძებნაში მისი თაღლითების გამო. ჰაიუტი ექსტრადირებული იქნა ისრაელში, სადაც მას 15 თვიანი პატიმრობა და 43 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა მიესაჯა ჩეკის გაყალბებისა და მოტყუებისთვის. თუმცა, ხუთი თვის შემდეგ, 2021 წლის მაისში, ის გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რათა ციხეებში პატიმართა რაოდენობა კოროვირუსული პანდემიასთან დაკავშირებით შეემცირებინათ.
თავად ჰაიუტი უარყოფს ბრალდებებს ქალების მოტყუების შესახებ და ყველაფერს გამონაგონს უწოდებს.

image

დღეს ჰაუტი ისევ თავისუფალი ადამიანია. უფრო მეტიც, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ის ახალი გამდიდრების სქემით გამოვიდა. მამაკაცის რეპუტაცია, რომელიც ამჟამად 31 წლისაა, დიდად არც დაზარალებულა. მას ამჟამად არც ღია ანგარიშები აქვს სოციალურ ქსელში, მისი თინდერის ანგარიში დაბლოკილია, მაგრამ, ჭორების მიხედვით, ის ცხოვრობს თავის მშობლიურ ისრაელში და ადგილობრივი მოდელია.



0
117
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0