x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ვის მიუძღვნა და როგორ შეიქმნა ლეგენდარული ბალადა "ცაში ახედე"
image

ია ფარულავას საავტორო გადაცემაში "ფარული კონვერტი" მორიგ სტუმრად მიწვეული ჰყავდა კომპოზიტორი, მომღერალი და პოეტი ლევან მგალობლიშვილი, იგივე პანჩო, რომელიც ქართველმა მსმენელმა გაიცნო 90-იანი წლების მეორე ნახევარში და შეიყვარა ისეთი შესანიშნავი სიმღერებით, როგორიცაა "უბერავს ქარი", "ასი წლის შემდეგ", "ახალი წელი", "ყველაზე ძველო" და რა თქმა უნდა "ცაში ახედე", რომელიც როგორც თავად პანჩომ აღნიშნა, ისეთივე ლამაზ და თბილ გარემოში დაიწერა, როგორც თავად მელოდია და ტექსტია და მიუძღვნა მის შეყვარებულს და პირველ მეუღლეს, რომელთანაც სიმღერის დაწერის წინ კონფლიქტი მოუვიდა და ერთმანეთს გაებუტნენ.



"ცაში ახედე პირველ ცოლს, ჩემს ჯგუფელ მარინა სალუქვაძეს მივუძღვენი.მე და ჩემი ორი ძმაკაცი შეყვარებულებით წავედით ბაზალეთის ტბაზე.იქ ვიქირავეთ კოტეჯი და ყველა ერთად ვცხოვრობდით.ჩვენ ბიჭები რა თქმა უნდა ვსვამდით, გოგონებს ეს არ მოსწონდათ და გაგვიტეხეს ღვინით სავსე ბანკა.ვიჩხუბეთ, მე და ჩემი ძმაკაცები წამოვედით კოტეჯებიდან და ვუთხარით, რომ მაგათთან ცხოვრება აღარ გვინდოდა.წავედით ტბაზე, გავშალეთ პალატკა და მეგობარი გავუშვით სამწვადეზე.იმ ბიჭმა სამწვადესთან ერთად მოიტანა სანთლებიც, თურმე ვიღაც ქალი შეხვედრია, რომელიც სანთლებს ყიდდა და მოკლე იყიდა რა.იქ შევწვით მწვადი, ავანთეთ სანთლები, წამოვწექი ტბაზე, ავხედე ცას და დავიწყე სიმღერა, იქვე დაიწერა კოლექტიურად..მე გავჩუმდებოდი, ჩემი მეგობრები გააგრძელებდნენ და ასე სპონტანურად დავწერეთ სიმღერა, შემდეგ გოგონებს რომ ვუმღერეთ, შეგვირიგდნენ და შემდეგ ყველამ ვიქორწინეთ"-აღნიშნა პანჩომ გადაცემა ფარულ კონვერტში."


პანჩომ ამის გარდა კიდევ მრავალ საკითხზე ისაუბრა ია ფარულავასთან, მათ შორის როგორც მოხვდა საგიჟეთში, საპროტესტო აქციაზე შესრულებული სიმღერა "დედა ვატირეს "გამო ჯერ როგორ დაბლოკეს და შემდეგ როგორ დაიჭირეს ნარკოტიკების მოხმარების გამო, ასევე ისაუბრა უმძიმეს პერიოდზე, როდესაც მისმა ორი წლის შვილმა გიორგიმ მდუღარე წყალი გადაისხა.

1
409
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
409
  
2022, 8 თებერვალი, 20:08
№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE,GE ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
0 1 1