x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"უაზრო მარხვით, ტაძარში დაოთხილი სიარულით და ზიარების რიგში დგომით, ქრისტიანი ვერ გახდები" - პეტრე კოლხი
image

დეკანოზი პეტრე კოლხი(კვარაცხელია) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მრევლს შეახსენებს, რომ ადამიანი, მარტო ეკლესიაში სიარულით მართლმადიდებელი მორწმუნე ვერ გახდება. მისი თქმით, ფორმალურად მხოლოდ საეკლესიო წესების დაცვა ფარისევლობაა და ადამიანი მორწმუენა ვერ გახდები, თუ შინაგანად არ შეიცვლები.


"უაზრო მარხვით, თვითნებური ასკეტიზმით, ტაძარში დაოთხილი სიარულით და ზიარების რიგში დგომით, ქრისტიანი ვერ გახდები, თუ ბოღმას, აგრესიას, შურისძიების წყურვილს ვერ მოერიე და ცხოვრების წესით არ გახდი მართლმადიდებელი…


რატომ გვაქვს ამდენი პრობლემა?! იმიტომ, რომ რწმენას ვიბრალებთ და ურწმუნოებზე უარესად ვიქცევით… ვისაც უყვარხარ, ის გიყვარდეს, ფარისევლობაა… ვინც გული გატკინა, მას რომ დაინდობ, მაშინ შეიძლება თავს სახარების მიმდევარი უწოდო…


ქრისტეს არ სჭირდება ფსალმუნების დაზეპირება, კელაპტრების აბრიალება, თუ ქრისტეს შვილის განადგურება და მიწასთან გასწორება განიზრახე… ასე ქრისტიანები არა, წარმართები იქცევიან!.. გერთულება სხვას აპატიო?! ასეა, შენც რთულად, ან საერთოდ არ გეპატიება!…"


"გიყვართ- არ გიყვართ, მოგწონთ-არ მოგწონთ, არ აქვს მნიშვნელობა, ბოლო მაინც ყველას ერთი გვაქვს და ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთთან მისასვლელი გზები მოვიკვეთოთ… თუ თვლი, რომ შენ ღვთის შვილი ხარ, ისიც ღვთის შვილია, ვინც შენ შეიძულე და ამით ღმერთს გული ატკინე!.."-იქვე დასძენს კიდევ ერთ პოსტში პეტრე კვარაცხელია.


"საქართველოს წმ. სინოდის უკვე მესამე წევრი გარდაიცვალა კორონავირუსით- 46 წლის ასაკში მეუფე დიმიტრი (კაპანაძე), დედოფლისწყაროს, ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსი და შეთავსებით ნეკრესის დაქვრივებული ეპარქიის დროებითი მმართველი დღეს გარდაიცვალა ჰოსპიტალში უშედეგო, დაგვიანებული მკურნალობის შემდგომ. მეუფე...
"ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში იმ სავარაუდო მიზეზებს განიხილავს, რამაც გამოიწვია სასულიერო პირების(ელიტის) ერთი ნაწილის უზომოდ გამდიდრება, ხოლო მეორე ნაწილის ფაქტობრივად სიღატაკეში ყოფნა: "ბოლო პერიოდში იმატა ინფორმაციამ სასულიერო პირების გაუსაძლისი სოციალურ...
ტელეჟურნალისტი ვახო სანაია საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება, სადაც ერთი მონაკვეთი ათეისტებს შეეხება და წერს: "როგორ არ მინდა, ამ შობის ღამით რამე ვთქვა, მაგრამ როგორ გინდა, გაჩერდე :))) საშობაო ეპისტოლეში უთქვამთ, ათეისტები ამქვეყნიური კეთილდღეობისთვის არაფერს ერიდებიანო. კეთილდღეობისთვისო, ხალხო....
"ამ გარყვნილების ბუდეში ერთი წესიერი კაცი იყო და, ისიც დასაჯეს!"-ასე ეხმაურება საზოგადოების ნაწილი საპატრიარქოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს მღვდელთმსახურება აუკრძალა. "Ამ გარყვნილების ბუდეში ერთი წესიერი კაცი იყო და, ...
0
288
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0