x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
„მიშამ პარტიის გეგმები არია, მისი დავალებებით რესურსი ამაოდ გაიხარჯა“ - მელია
image


ნიკა მელია აღიარებს, რომ სააკაშვილმა პარტიის გეგმები არია. მისმა დავალებებმა კი რესურსი ამაოდ გახარჯა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს გაქცეული ლიდერის ჩამოსვლა არ სურდა. ეს მკაფიოდ ჩანს და ისმის ვიდეომასალიდან, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოპოვა.

ვიდეოჩანაწერი „ქრონიკას“ მოქალაქემ მიაწოდა და ის გუშინ, საქალაქო სასამართლოს ეზოშია გადაღებული. ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იმართებოდა.

.


„2008 წელს და ოცდაერთი წლის თებერვლის ბოლოს რომ ოკუპაცია მოხდა, ერთი და იგივე რამე იყო. რუსები რომ შემოდიოდნენ, საბჭოთა ჯარი რომ შემოდიოდა, მაშინ მოსახლეობის 30% რომ დარაზმულიყო, ვერ შემოვიდოდა, მაგრამ უთხრეს მიწები გლეხებსო გესმის? და წამოვიდა ეს რუსეთის ჯარი, გამოვიდა, რომ მარტო თავად-აზნაურები და ინტელექტუალები იბრძოდნენ, 2008-შიც ეგრე იყო, ძირითადად აქტიური ადამიანები იყვნენ.

.

რატომ მოვიყვანე მაგალითი, ქვეყანას იპყრობდნენ და ქართველმა ჩათვალა – მე რომ შევაკვდე ამითი რა შეიცვლებაო? სამშობლო მაინც მექნება და ამ მიწას ხომ ვერ წაიღებენო, პლიუს იმან გააგიჟა, ლენინმა, მოვიგეთო, ქარხანა ჩემი იქნება და მიწა ჩემიო. ჩვენ თუ ხალხს ღიად არ დაველაპარაკეთ, ზოგს არ ევასება ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ, სხვადასხვანაირი ამომრჩეველია, ზვიად გამსახურდიას რომ ამომრჩეველი ყავდა… კაცურად გეუბნებით, ერთპარტიული ნაციონალური მოძრაობა მაქსიმუმ ერთი … თქვენ გიჟები ხართ და ისინი ნორმალურები არიანო, აბა. ნაციონალურ მოძრაობას ყავს ბევრნაირი ამომრჩეველი დღეს“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

.

გლდანში როგორ მოვიგებდი, ორი თვით ადრე, ერთი თვით ადრე რა ვიცი, მართლა რომ გამოყო მილონი ლარი, ვერ გააკეთებ. ჩვენ პირდაპირ ფეხბურთის სათამაშოდ გავდივართ მოწინააღმდეგესთან ისე, რომ არ ვვარჯიშობთ, შორტებს ვიცვამთ, გავდივართ და დარწმუნებულები ვართ რომ მოვიგებთ, – აცხადებს ნიკა მელია ვიდეომასალაში, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

.

ვიდეოჩანაწერი „ქრონიკას“ მოქალაქემ მიაწოდა და ის გუშინ, საქალაქო სასამართლოს ეზოშია გადაღებული. ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იმართებოდა.

.

მელიას თქმით, არჩევნებში რომ შედიხარ, ძირითადი პრობლემები, როგორიც არის კომისია, წარმომადგენლები უფრო ადრე უნდა დაალაგო.

.

„გლდანში როგორ მოვიგებდი, ორი თვით ადრე, ერთი თვით ადრე რა ვიცი, მართლა რომ გამოყო მილონი ლარი, ვერ გააკეთებ. ძირითადი „ვალაკიტა“ და ძირითადი პრობლემები, როგორიც არის კომისია, წარმომადგენლები, ეს-ის, უფრო ადრე უნდა დაალაგო და არჩევნებში რომ შედიხარ, ეს 4-5 თვე უკვე სხვა რაღაცისთვის გჭირდება, რომ რეალურად ბრძოლაში ჩაება და ბევრად ადრე, 95% სანამ დაიწყებ ერთ თვიანს, ყველაფერი გაკეთებული უნდა გქონდეს და შენ უკვე როგორც პარტიის თავმჯდომარე უნდა გეგმავდე რაღაცეებს. ჩვენ პირდაპირ ფეხბურთის სათამაშოდ გავდივართ მოწინააღმდეგესთან ისე, რომ არ ვვარჯიშობთ, შორტებს ვიცვამთ, გავდივართ და დარწმუნებულები ვართ რომ მოვიგებთ“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

.

ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი – ხმას არ ამოიღებენ მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა, – აცხადებს ნიკა მელია ვიდეომასალაში.


მისი თქმით, დღეს რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ უსუსურობაა და სიზარმაცის ბრალია ის, რომ არჩევნებში ხმები თვითდინებით მიიღეს.


„ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი, ხმას არ ამოიღებენ მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.

.


ბრძოლაა, მაგრამ 50 პროცენტი, დღეს რომ ხელისუფლებაში არის ოცნება, არის ჩვენი ბრალი, ჩვენი უსუსურობაც. ჩუღურეთის რაიონის ძირითადი აქტივისტი, თავმჯდომარე რომ გეტყვის მე აქ გამმარჯვებელი არ ვარ, თუ ვიმუშავებთ კი. ჩვენ ავიღეთ „სამატიოკით“ ეს ხმები, ეს არის სიზარმაცის ბრალი. მაგიტომ ზარმაცობს ხალხიც, ჩვენი ძვირფასი ოჯახის წევრებივით უბნის უფროსების დონეზე რომ ქონებოდათ ურთიერთობა, იქ რომ ჩავდივარ ხო ვიცი უკვე, რომ თავი რომ ატკივდებოდათ უკვე ჩვენ გვირეკავენ, გამიგეთ რა და ასე ნუ მესაუბრებით“, – აცხადებს ნიკა მელია.


,

0
400
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0