x
"112 სამ არხად დაიყო" - რა ნომრებზე უნდა დარეკოთ სასწრაფოს გამოძახებისთვის, კოვიდ 19-თან დაკავშირებით და პოლიციასა და სახანძროსთან დასაკავშირებლად?
image

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


განხადების თანახმად, საქართველოში კორონავირუსის მატებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის, ცენტრ "112"-ში მოსახლეობის მიმართვიანობა გაზრდილია.


"112 პანდემიის დაწყებიდანვე აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს.


112-ში 24 საათის განმავლობაში, 35 %-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს.


გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე.


გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112 დაიყო სამ არხად:


112 - სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება.

112 1 - პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური.

112 - 2 - კოვიდ 19.


კოვიდ-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე.


112-ის მიერ კოვიდ-19-ის ვირუსის, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმებს.


თუ 48 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი, შეგიძლიათ დარეკოთ ცენტრალური, ონლაინ კლინიკის ცხელ ხაზზე - 1522, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში, თქვენი სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე: - აღნიშნულია განცხადებაში.


0
54
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი კობახიძე
თამარი კობახიძე
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0