x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"საფულედან პინცეტით ფულის ამოკრება რომ დაიწყო, აი მაშინ კი მომინდა…"- რას ჰყვება დათო ლიკლიკაძე

image


ჟურნალისტი, ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ერთ სახალისო ამბავს იხსენებს, რომლის შემსწრეც ერთ-ერთ მარკეტში თავადვე აღმოჩდა.


"მარკეტში ბიჭი შემოვიდა ორმაგი პირბადით. ჯერ კარები ბეჭით გააღო, მერე ეს კარები ბეჭითვე დაიკავა, წამოინცო რეზინის ხელთათმანები და სასურსათო კალათა აიღო. ვგრძობ რომ იუმორისტული გადაცემებში მოსაყოლ ახალ პერსონაჟს გადავაწყდი. ამიტომაც ფეხი ავითრიე და ჩუმი თვალთვალი დავუწყე. სალაროსთან რომ მივიდა და ტყავის საფულედან პატარა პინცეტით ფულის ამოკრება დაიწყო, აი მაშინ კი მომინდა პანჩური ამომერტყა მისთვის."- წერს ლიკლიკაძე "ფეისბუქის" გვერდზე.



0
709
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
709