x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
„როგორ მოვიგებდი? მოწინააღმდეგესთან ისე გავდივართ, არ ვვარჯიშობთ და დარწმუნებული ვართ, მოვიგებთ“ - მელია
image


გლდანში როგორ მოვიგებდი, ორი თვით ადრე, ერთი თვით ადრე რა ვიცი, მართლა რომ გამოყო მილონი ლარი, ვერ გააკეთებ. ჩვენ პირდაპირ ფეხბურთის სათამაშოდ გავდივართ მოწინააღმდეგესთან ისე, რომ არ ვვარჯიშობთ, შორტებს ვიცვამთ, გავდივართ და დარწმუნებულები ვართ რომ მოვიგებთ, – აცხადებს ნიკა მელია ვიდეომასალაში, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

.

ვიდეოჩანაწერი „ქრონიკას“ მოქალაქემ მიაწოდა და ის გუშინ, საქალაქო სასამართლოს ეზოშია გადაღებული. ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იმართებოდა.


.

მელიას თქმით, არჩევნებში რომ შედიხარ, ძირითადი პრობლემები, როგორიც არის კომისია, წარმომადგენლები უფრო ადრე უნდა დაალაგო.

.

„გლდანში როგორ მოვიგებდი, ორი თვით ადრე, ერთი თვით ადრე რა ვიცი, მართლა რომ გამოყო მილონი ლარი, ვერ გააკეთებ. ძირითადი „ვალაკიტა“ და ძირითადი პრობლემები, როგორიც არის კომისია, წარმომადგენლები, ეს-ის, უფრო ადრე უნდა დაალაგო და არჩევნებში რომ შედიხარ, ეს 4-5 თვე უკვე სხვა რაღაცისთვის გჭირდება, რომ რეალურად ბრძოლაში ჩაება და ბევრად ადრე, 95% სანამ დაიწყებ ერთ თვიანს, ყველაფერი გაკეთებული უნდა გქონდეს და შენ უკვე როგორც პარტიის თავმჯდომარე უნდა გეგმავდე რაღაცეებს. ჩვენ პირდაპირ ფეხბურთის სათამაშოდ გავდივართ მოწინააღმდეგესთან ისე, რომ არ ვვარჯიშობთ, შორტებს ვიცვამთ, გავდივართ და დარწმუნებულები ვართ რომ მოვიგებთ“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

.

ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი – ხმას არ ამოიღებენ მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა, – აცხადებს ნიკა მელია ვიდეომასალაში.

მისი თქმით, დღეს რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ უსუსურობაა და სიზარმაცის ბრალია ის, რომ არჩევნებში ხმები თვითდინებით მიიღეს.

„ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი, ხმას არ ამოიღებენ მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.

.

ბრძოლაა, მაგრამ 50 პროცენტი, დღეს რომ ხელისუფლებაში არის ოცნება, არის ჩვენი ბრალი, ჩვენი უსუსურობაც. ჩუღურეთის რაიონის ძირითადი აქტივისტი, თავმჯდომარე რომ გეტყვის მე აქ გამმარჯვებელი არ ვარ, თუ ვიმუშავებთ კი. ჩვენ ავიღეთ „სამატიოკით“ ეს ხმები, ეს არის სიზარმაცის ბრალი. მაგიტომ ზარმაცობს ხალხიც, ჩვენი ძვირფასი ოჯახის წევრებივით უბნის უფროსების დონეზე რომ ქონებოდათ ურთიერთობა, იქ რომ ჩავდივარ ხო ვიცი უკვე, რომ თავი რომ ატკივდებოდათ უკვე ჩვენ გვირეკავენ, გამიგეთ რა და ასე ნუ მესაუბრებით“, – აცხადებს ნიკა მელია.

,


.

მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მიმართავს:

.

“რუსული ტელენედეჟდას სალაპარაკოდ რომ გაიხდი თავს!!!
პარტია არის მისი მხარდამჭერები!!!
თუ არ მოგწონს მიშა და მიშას მხარდამჭერები-წადი და შენი დაარსე!!! მაგრამ შენი სახელით მინიმუმ ნახევარმილიონიან პარტიას ვერასოდეს ეღირსები და არ ჯობია მზამზარეულზე სხვისი შქმნილი მიიტაცო და მერე “რეორგანიზაცია” ჩაუტარო?!
.
დიახაც, არასოდეს გინდოდა მიშას დაბრუნება საქართველოში, მაგრამ არა იმიტომ, რომ მასზე დარდობდი-მისი შექმნილი პარტიის მისაკუთრება და ნაცქოცური შემადგენლობით ავსება იყო შენი მიზანი!
ჩამოვიდა მიშა და გეგმები აგირია!
.
p.s.
ჯერ კიდევ 2015 წლიდან, სხვადასხვა ადამიანებისგან არაერთხელ მსმენია, კერძო საუბრებში როგორ მუდმივად ლანძღვდა მიშას!
და აგერ ერთმა ჩაუწერა კიდეც, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც სხვებთან ლაპარაკობდა მიშაზე.
თუ მაგარი ბიჭია-საჯაროდ გაიმეოროს ის ყველაფერი, მაგრამ ეს რომ ქნას-ხომ დაკარგავს თითქმის მიტაცებულ და მისგან სანახევროდ უკვე გამოხრულ მიშას პარტიას
0
71
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0