x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქალის კოლგოტი კორონავირუსის წინააღმდეგ

image

დიდი ბრიტანეთის კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ჩაატარეს კვლევა. მათ ჩაატარეს სხვადასხვა ვარიანტის ცდები, რათა მიეღოთ KN95 ქირურგიული და სამედიცინო ნიღბების ყველაზე ეფექტური დაცვა კორონავირუსისაგან
პირბადეების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი მჭიდროდ არ ეკვრის სახეს. როგორც აღმოჩნდა, ღრიჭოების ზომა დიდწილად დამოკიდებულია თავისა და ცხვირის ზომაზე.
მეცნიერ-ინჟინრებმა პირბადის გაუმჯობესება რამდენიმე მეთოდით გადაწყვიტეს.
თავიდან გამოიყენეს წებოვან ლენტი სახესა და ქსოვილს შორის არსებული ღრიჭოების შესავსებად.
image
შემდეგ ვარიანტი იყო პირბადის გამაგრება ელასტიური ბინტის დახმარებით და ამის გარდა გამოცადეს კიდევ ორი ტიპის კოლგოტი პირბადის სახეზე დაჭიმვისთვის, საჭირო არ იყო კოლგოტის მთლიანად თავზე ჩამოცმა, არამედ იმ ნაწილის, რომელიც ბარძაყს ეკვრის.
საუკეთესო გამოდგა კოლგოტის ვარიანტი.სწორედ ის ფარავდა ყბელაზე ეფექტურად პირბადეს, თუმცა არის ბევრი "მაგრამ". ფუმფულა ვარცხნილობით ან დიდი ცხვირით, პირბადეზე კოლგოტის ტარება მართალია ეფექტურია, მაგრამ საშინლად მოუხერხებელია და ძნელია საერთოდ ასეთ აქსესუარზე ისაუბრო. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც კოლგოტები ირღვეოდა ყველაზე საჭირო მომენტში-ანუ როდესაც კვლევის მონაწილეები ცდილობდნენ მათ თავზე ჩამოცმას.
სკოტჩი, ასე ვთქვათ, ყველაზე ტრადიციული მეთოდია პირბადის კონსტრუქციის გასაუმჯობესებლად. პანდემიის დასაწყისშივე გავრცელდა ფოტოები, რომლებშიც ექიმები პირბადეებში დარჩენილ ღი სივრცეს წებოვანი ლენტით რომ ლუქავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი მართლაც ეფექტურია, ტესტირების დროს მეორე ადგილი დაიკავა, რადგან შემდგომ სახიდან წებოვანი ლენტის მოძრობა საკმაოდ უსიამოვნო და მტკივნეული პროცესია.
კიდევ ერთი ვარიანტია - პირბადის ელასტიური ბინტით სახეზე დაფიქისრება როგორც ყურებზე დაჭიმული ლაგამი. მართალია, სუბიექტებს განსაკუთრებით არ მოსწონდათ ეს მეთოდი, რადგან ყურებზე მოჭიმული რეზინა მალე მტკივნეულ დიკომფორტს იწვევდა.
image
კემბრიჯის მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი ექსპერიმენტები აღძრავს სხვა მკვლევართა ინტერესს, რათა გააუმჯობესონ კოროვირუსისგან დაცვის არსებული მეთოდები, ასევე აღზღავს ადამიანებში სურვილს დამოუკიდებელად ჩაატარონ ექსპერიმენტები.
1
482
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
482
  
2022, 5 თებერვალი, 21:31
ვინაიდან ოჯახში ვართ ვარ მაღალი რისკის პირები, რაც პანდემია დაიწყო ყოველთვის მაწუხებდა, რომ როდესაც პირბადე სახეზეა აფარებული,ამოსუნთქული ჰაერი, რომელსაც ხვდება წინიდან წინაღობა, გვერდითი ღრიჭოებიდან უფრო მაღალი წნევით გამოიდევნება , რაც გვერდი-გვერდ მჯდომი ადამიანებისათვის ზრდის დაინფიცირების რისკს, მაგ. ტრანსპორტში. ამიტომ, როდესაც სახეზე მოვირგებ 2 ნიღაბს (სამშრიან სამედიცინოს) კუთხეებს ვკეცავ, ვიხსნი და სტეპლერით ვაფიქსირებ და ისევ ვირგებ სახეზე ცხვირზე მჭიდროდ ვაფიქსირებ. ასე უფრო მჭიდროდ ერგება სახეს. შედეგად, საკუთარი და სხვისი დაცვის ხარისხიც გარკვეულწილად იზრდება.
0 1 1