x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134477
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
"უამრავი სმს მომდის და ბარემ ერთად გეტყვით" - რა შეემთხვა ნიკა ქავთარაძეს

image


იუმორისტი ნიკა ქავთარაძე ტელეკომპანია "ფორმულაზე" საკუთარი შოუს დახურვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა მიზეზებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. ტელეწამყვანის პოსტს, რომელიც მან ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა უცვლელად გთავაზობთ:



"უამრავი სმს მომდის და ბარემ ერთად გეტყვით.


N-შოუ აღარ გავა Formula • ფორმულაზე – არხზე მიმდინარე ცვლილებების გამო.
ზოგადად, ამ წელს ალბათ უამრავი ცვლილება იქნება კრიტიკულ მედიაში.


მინდა ძალიან, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ყველას, ვინც უყურებდით, მოგწონდათ და გულშემატკივრობდით ამ შოუს.
მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობრებს, ვისი სურვილით და გადაწყვეტილებითაც დაუბრუნდა “N-შოუ” ტელესივრცეს.
ასევე დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ გადაცემას აკეთებდა ამ ორი სეზონის განმავლობაში.


განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სტუმრებს, რომელთა გარეშეც ეს გადაცემა ვერ იქნებოდა ისეთი კარგი, როგორიც იყო.


თუმცა, ცხოვრება გრძელდება და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე სასიამოვნოდ გაგაოცებთ ყველას, ვისაც გიყვართ გულიანი სიცილი, მუსიკა და კარგი იუმორი.
დეტალებზე ახლა არ ღირს ლაპარაკი.


თქვენი ტკბილი და მურაბა – ნიკოლოზ ვახტანგის-ძე ქავთარაძე"- წერს "N-შოუ" - ს აწ უკვე ყოფილი წამყვანი სოციალურ ქსელში.



0
381
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
381